სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ღონისძიებებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს დედაქალაქში
25-05-2019
-
+


დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა „ თბილისი ნიუქამერსი” (Tbilisi Newcomers), ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება. ასევე, გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან”, თბილისის ისტორიული სამისამართეაბრები და ა.შ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და „მძლევარი” მიიღებენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:

საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა – 10:00-19:00 საათი

• ილუზიონისტების შოუ;
• წყლის ბუშტების შოუ;
• ჯამბაზების შოუ;
• საცირკო სანახაობა;
• ზღაპრის გმირები;
• სახის მოხატვა;
• პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი”.

საბავშვო საკონცერტო პროგრამა – 12:00-17:30 საათი

• „მეკო სტუდიის” კონცერტი;
• „ბასტი ბუბუს” კონცერტი;
• „ანა-ბანას” კონცერტი;
• სტუდია „ჟოზეს” წარმოდგენა;
• ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა – 17:10 საათი

სხვადასხვა აქტივობა – 12:00 -18:00 საათი

• მსვლელობა/პერფომანსი „დროში მოგზაური ორკესტრი”
• დიდი თოჯინა „მაღალი აბელა”;
• მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი;
• სტრიტ არტი (Street Art) მარი კახურიშვილთან ერთად.

საკონცერტო პროგრამა:

• თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი
• „თბილისი ნიუქამერსი” (Tbilisi Newcomers) – 15:00-19:00 საათი

ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ – 10:00-19:00 საათი

ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები – 10:00-20:00:

• ინსტალაცია – „26 მაისი”;
• ბუშტების ინსტალაცია – 17:10;
• ორიგამის ინსტალაცია;
• შუშის ინსტალაცია – „ფერადი კედელი”;
• შუშის ინსტალაცია – “„ლამპიონი”;
• გამოფენა – „თბილისის ისტორია”;

საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები:

• „იცით თუ არა რომ”
• „ჩვენი დროის ადამიანები”
• „ქალები საქართველოდან””
• თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები
• „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” – 17:10 საათი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება