სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
24-05-2019
-
+


2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია დღეს, 24 მაისს 18:00 საათზე სრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს რეგისტრაცია გამარტივებული ფორმატით, მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებ-გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge 

23 მაისის მონაცემებით, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებულია 25 ათასამდე აპლიკანტი. აქედან 20 ათასი პრაქტიკოსია, 5 ათასი კი მასწავლებლობის მსურველია.

გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება;

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრაციის დროს  არ ხდება სტატუსის გადამოწმება, შესაბამისად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც აქვთ ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუმცა  შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის მიზნებისათვის  მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც კვალიფიკაციას მოიპოვებენ და შესაბამის პროცედურებს გაივლიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება