სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სიმართლეს არ შეესაბამება“ - მიხეილ ბატიაშვილი საპენსიო ასაკის პედაგოგების პროფესიიდან გასვლის იძულებაზე საუბრობს
24-05-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დირექტორები საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს პროფესიიდან გასვლას აიძულებენ. მისი თქმით, ფულადი ჯილდოს აღება მასწავლებლის არჩევანია. 

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ პირველივე დღიდან, ყოველდღიურ რეჟიმში ვაფიქსირებთ, რომ ეს პედაგოგის არჩევანია, საკუთარი ნებაა. დღეს თქვენც ესწრებოდით, რომ პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის საფუძველზე გამოთქვეს. თქვენც მოწმე იყავით, რომ ვუხსნით თითოეულ მათგანს, საკუთარი სურვილის საფუძველზე უნდა დააფიქსირონ პოზიცია.

დღეს 20 ათასამდე ადამიანია მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებული და ათასობით ადამიანის სურვილი რომ არა, ვერანაირი ძალისხმევა ვერ გამოიწვევდა ასეთ შედეგს. ჩვენი მიზანია, რომ პირადად მე, ყველა სკოლაში მივიდე და ყველას განვუმარტო, რომ ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობით ნიადგზე და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მეტ პედაგოგს გავუუმჯობესოთ პირობები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორების ნაწილი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისგან პირდაპირ მოითხოვენ ჯილდო აიღონ და პროფესიიდან გავიდნენ.

ასევე იხილეთ: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება