სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს გადაწყვეტილება ჩვენი სკოლის ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია“- ვაკე „ეტალონის“ ფინალში ორი მონაწილით წარსდგება
20-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც "ვაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მონაწილეებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებდნენ.

„ვაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული თბილისის N199 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ მარიამ ტყეშელაძემ მოიპოვა:

„ეტალონში“ მონაწილეობა წელს პირველად მივიღე. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით, რადგან სიხარულთან ერთად ეს ტიტული არის ძალიან დიდი მოტივაცია. ვფიქრობ ერთადერთი წარმატების ფორმულა არის სწავლა. ეს არის ის, რაც გვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას“.

თბილისის N199 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დიანა არჯევანიძემ, რომელიც ამავდროულად სკოლის „ეტალონის“ პედაგოგია, მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა:

„მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენს ბავშვებს ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ. აქტიურად იყვნენ წელსაც ჩართული ამ პროექტში და ძალიან მიხარია, რომ პირველი და მეორე ადგილი სწორედ ჩვენმა ბავშვებმა დაიკავეს. მივულოცავ კიდევ ერთხელ და წარმატებებს ვუსურვებ მათ. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის და შესაძლებლობისთვის“.

„ეტალონმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ჩემპიონატის ისტორიაში პირველად პროექტს სმენადაქვეითებული მონაწილეები ჰყავდა. თბილისის N203 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჯარო სკოლა ჩემპიონატში წელს პირველად ჩაერთო. "ეტალონის" ავტორისა და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით ჯესიკა კურბატოვა მშობლიურ სკოლასა და რაიონს პროექტის ფინალშიც წარადგენს:

„ჩემთვის პირველი იყო ეს პროექტი. ძალიან ემოციურია დღევანდელი დღე. იყო ერთგვარი გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, დავძლიე წარმატებით და ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება საკუთარი თავი და შესაძლებლობები პროექტის ფინალშიც გამოვცადო“.

თბილისის N203 საჯარო სკოლის ჟესტური ენის პედაგოგმა ლეკუნა ჯაფოშვილმა, რომელიც ამავე სკოლის თარჯიმანია, მოსწავლეებისთვის პროექტის როლზე ისაუბრა:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად ხვდებიან საზოგადოებაში მნიშვნელოვან ბარიერებს. ერთ- ერთი არის ენობრივი ბარიერი, რადგან მათ უწევთ ურთიერთობა ჟესტების ენაზე. თუმცა დღესდღეისობით ასეთი პროექტებით, როგორიც „ეტალონია“, მარტივად ხდება მათი ინტეგრირება საზოგადოებაში. ამდენად, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა მადლობა ვუთხრა „ეტალონს“ იმ დიდი შესაძლებლობებისთვის, რასაც ის გვთავაზობს“. 

თბილისის N203 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო მეტრეველმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს ამ დიდი შესაძლებლობისთვის. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლა წელს უკვე ჩაერთო ამ მასშტაბურ ღონისძიებაში და ვფიქრობ, ჩვენმა ბავშვებმა ღირსეულად გაართვეს თავი დღევანდელ ამ გამოწვევას და უდიდესი საჩუქარი მიიღეს პროექტის ფინალში მონაწილეობის შესაძლებლობის სახით. ეს გადაწყვეტილება ჩვენი სკოლის ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, დღევანდელი დღე იყო ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი ბავშვებისთვის. მათ შეძლეს საკუთარ თავთან მუშაობის შედეგად გადაელახათ უდიდესი ბარიერი, მოსულიყვნენ აქ, გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და ვიცი, მათ უკვე აღარ შეეშინდებათ ასეთი გამოწვევების და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს პროექტებში“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ვაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება