სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს გამარჯვება იქნება ჩვენთვის სტიმული“- „ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე“ ფინალისთვის ემზადება
16-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მონაწილეებს სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებდნენ.

თბილისის N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლელა ღვანიამ „ეტალონს“ მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ თანამშრომლობის იმედი გამოთქვა:

„უზომოდ ბედნიერი ვარ ჩვენი სკოლის ამ წარმატებით. ორი მოსწავლე გავიდა დღეს საპრიზო ადგილებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში დიდია ინტერესი თქვენი კონკურსის მიმართ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ მომავალ წლებშიც. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ასეთი არაჩვეულებრივი პროექტისთვის“.

"ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის" ტიტული თბილისის N4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ვიქტორია შამათავამ მოიპოვა:

„წელს პირველად მივიღე მონაწილეობა ამ ჩემპიონატში. მე დღეს რეზერვი ვიყავი და ისიც არ ვიცოდი თუ მომეცემოდა ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალება. ძალიან ბედნიერი ვარ და არ შემიძლია საუბარი. ყველას ვუსურვებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცადონ ის ბედნიერება, რაც დღეს მე მხვდა წილად. მადლობა თქვენ ამ დღისთვის“.

„ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობის გაგება ემოციური აღმოჩნდა ვიქტორია შამათავას თანაკლასელისთვის, ნიკა ჩხიკვაძისთვის. მისი თქმით, ვიქტორიას გამარჯვება იქნება სტიმული მომავალი წარმატებისთვის:

„ვიქტორია ძალიან კარგი მოსწავლეა. ყველაფერში საუკეთესო ქულები ყავს. არავინ არ ვიყავით იმის მოლოდინში, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ ვიქტორიას გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ მას. მისი დღევანდელი გამარჯვება იქნება ჩვენთვის სტიმული და შემდეგი წლისთვის უკეთესად მოვემზადებით“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება