TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლებში სიახლეებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა
04-04-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებს იმ სიახლეების შესახებ განუცხადა, რაც სკოლებში იგეგმება.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქებაზე და გაკვეთილების რაოდენობის შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამინისტრო ამ მხრივ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

"ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ უნდა იყოს, მე-2 - გაკვეთილების რაოდენობა უნდა შემცირდეს, მე-3 - სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, უნდა გავყოთ და მე-4 - ახალი სახელმძღვანელოები, უნდა იყოს სხვა სტანდარტის შესაბამისი, მათ შორის წონის სტანდარტის. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქების პროცესი წელს დაიწყება:

''ეს პროცესი ჯერ ქვედა კლასების მოსწავლეებს შეეხება, ზედა კლასების მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება მომავალი წლების ამოცანა იქნება.''

ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, წელს პირველად ელექტრონული სახელმძღვანელოები გამოიცემა, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა:

''წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ალტერნატივა, ანუ ქაღალდის წიგნებიც გვექნება და ელექტრონულიც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სახლში ქაღალდის სახელმძღვანელობით იმუშაონ, ხოლო სკოლაში ელექტრონული წიგნები ატარონ'' -განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ პროფესიული განათლების ფესტივალზე ისაუბრა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება