TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

250 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან უმრავლესობაზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები დასაქმდებიან
04-04-2017
-
+


პროფესიული განათლების ფესტივალი ''ექსპო ჯორჯიაში'' გაიმართა. 

ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით ჩატარდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და ზოგადად, საქართველოს მთავრობისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება მისი დახვეწისა და განვითარების მიზნით. რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ენიჭება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება უნდა გახდეს ცენტრალური ინსტრუმენტი:

''პროფესიული განათლება ჩვენი განათლების რეფორმის მთავარი კომპონენტია, რადგან ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და პროფესიული თვითრეალიზაციისკენ. სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს პროფესიულ განათლებას, არა როგორც ალტერნატივას, არამედ, როგორც უმაღლესი განათლების დანამატს. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს განათლებასაც იღებენ და პარალელურად პროფესიულ განათლებასაც ეუფლებიან. დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, შარშან 10 000 სტუდენტი ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებლებში, წელს გაცილებით მეტს - 12-დან 15 ათასამდე ველოდებით. ჩვენი ამოცანაა, ეს რაოდენობა უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს. პროფესიული განათლება უნდა გახდეს, მთავარი, ცენტრალური ინსტრუმენტი. როდესაც მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში საუბარია 250 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, ამ 250 ათასიდან, ცხადია, დიდი უმრავლესობა იქნება სწორედ პროფესიული სამუშაო ადგილები. ჩვენ ვაშენებთ გზებს, აეროპორტებს, რკინიგზებს, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, ცხადია, რომ გვჭირდება ძალიან ბევრი სპეციალისტი.''

თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის თქმით, მერიის დაფინანსებით 400-მდე ახალგაზრდა მიიღებს პროფესიულ განათლებას:

''დღეიდან თქვენ შეძლებთ მერიის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდეთ სხვადასხვა სპეციალობაზე მომსახურების სფეროში - სარესტორნო, სასტუმროების ბიზნესი, ტურისტული სააგენტოები, გიდები და ა.შ. 400-მდე ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, რომ თბილისის მერიის დაფინანსებით მიიღოს პროფესიული განათლება და თითქმის 100% დასაქმდეს. ამის მოთხოვნა არის ბაზარზე. სულ მალე დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანების სწავლება მოხდება სამშენებლო მიმართულებით. ეს იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია, რომ თბილისის მერია მომავალში იფიქრებს ამ პროექტის მუდმივად თავის პროგრამად გადაქცევაზე.''

ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული ორგანიზაციები. 

ღონისძიებაზე ცალკეული აქტივობები განხორციელდა - სტუდენტთა თემატური კონკურსები, ბარმენების შოუ,  ინოვაციური 3D პრინტერის დახმარებით  ციფრული გამოსახულებების მოდელირება და ასევე, პროფორიენტაციული ხასიათის, პროფესიათა მოსინჯვის აქტივობები ფესტივალის ვიზიტორთათვის.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 27 მარტს დაიწყო და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება