| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მართლწესრიგის ოფიცრებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, პროექტ „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარების“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
მართლწესრიგის ოფიცრებმა ახალგაზრდებს საკუთარი ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელ პირობებსა და პროცედურებს.
ოფიცრებმა სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის, მართლწესრიგის ოფიცრის ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს