სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის კლუბი საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო
18-04-2019
-
+


გასული წელი ძალიან მძიმე იყო, საგარეჯოს რაიონის დიდი ჩაილურის საჯარო სკოლისთვის. გარდაიცვალა  უსაყვარლესი მოსწავლე ნიკა კირაკოზაშვილი.

ნიკა იყო საუკეთესო მოსწავლე, კეთილშობილი პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებით. მსახურობდა ეკლესიაში, იყო სტიქაროსანი და მნათე.  

ის სამაგალითო მოსწავლე იყო და სკოლამ გადაწყვიტა გაეზიარებინა მისი ცხოვრების სტილი, ამიტომ დააარსეს მისის სახელობის სალონური შეხვედრების კლუბი.

კლუბის საპატიო წევრები არიან ნიკას  მოძღვარი მამა თეიმურაზი და მისი დედა ქეთევან საგინაშვილი. გადაწყვიტეს ნიკას სულის ცხონებისთვის ბევრი კეთილი საქმე აღასრულონ.

„ქველმოქმედების დღედ დავაწესეთ ყველა თვის პირველი პარასკევი, შევქმენით ქისა „შიოს მარანი“, სადაც თვის განმავლობაში შეგროვებული შესაწირს ქველმოქმედებად ვაქცევთ.

2019 წელის 5 აპრილს ვესტუმრეთ პატარა ნინის. ნინი მეორე სოფელში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენი ტოლია, არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს, გავიგეთ რომ საავადმყოფოში იწვა და გადავწყვიტეთ მისი მონახულება.

ნინიმ ძალიან გაიხარა ჩვენი სტუმრობით და ჩვენც გახარებულები ვართ მისი გაცნობით, ჩვენი ურთიერთობა ნინისთან არ იქნება ერთჯერადი. მეორე დღეს გული მეწვოდა რომ ვფიქრობდი ნინის ფანჯარა კი არა ფანჯრიდან გასახედიც კი არ აქვს.

ჩვენ გადავწყვიტეთ საქველმოქმედო ღონიძიების მოწყობა - „ვარდისფერი ოთახი ბავშვებს“ ვისაც არ აქვს ვარდისფერი ცხოვრება.ღმერთმა დალოცოს ყველა ვინც შემოგვიერთდა ამ კეთილშობილურ საქმიანობაში.28 ივნისს ნინის დაბადების დღე აქვს და გვინდა ნინისთან ერთად ავღნიშნოდ მისი დაბადების დღე ვარდისფერ ოთახში. შემოგვიერთდით კეთილო ადამიანებო.“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება