სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მოსწავლეები ტესტების დღეს 12 საათის მოსვლას მოუთმენლად ელიან“ - ჭალადიდის საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი პირველი კლასი ჰყავს
16-04-2019
-
+


ჭალადიდის საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი და აქტიური პირველი კლასი ჰყავს.

დამრიგებელ ლალი ბანძელაძის მოსწავლეები ტესტების დღეს 12 საათის მოსვლას მოუთმენლად ელიან და დიპლომებსაც წარმატებით აგროვებენ.

კლასის ლიდერი ხელმძღვანელის შეფასებით, Izrune.ge სასკოლო ცხოვრებას ერთიანს, მეტად საინტერესოსა და მიზანსწრაფულს ხდის:

„ძალიან გონიერი და მოტივირებული ბავშვები მყავს, მოსწონთ იზრუნეს ტესტები და შემეცნებითი, სახალისო და წამახალისებელი მიდგომები. მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, ერთერთი პირველები გადიან ტესტებს და წარმატების დიპლომებსაც აგროვებენ. ეამაყებათ მიღწეული შედეგები, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ კლასში და ჩემთან ერთად განიხილავენ საკითხებს. ახლა მათ წინსვლის უფრო მეტი სტიმული აქვთ, შვილების მონდომების შემხედვარე კი მშობლებიც აქტიურად ერთვებიან აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, მაგრამ აქაც გუნდურად ვმუშაობთ, მშობლები ერთმანეთს უზიარებენ მობილურ ინტერნეტს და ისე გავდივართ ტესტებს. მივესალმებით Izrune.ge-ს ინოვაციებს და პორტალთან ერთად მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“

ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველი კლასის ერთერთი მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები  ნინო კვაჭანტირაძე და გიორგი გვაძაბია არიან.

მათ Izrune.ge საინტერესო, ილუსტრირებული კითხვები განსაკუთრებით მოსწონთ, გამორჩეულად ახარებთ წამახალისებელი შეძახილი ტესტების ბოლოს და წარმატების დიპლომების შეგროვება უყვართ. ნინოს თითქმის ყველა საგანი ერთნაირად მოსწონს, მაგრამ მათემატიკა გამორჩეულად იტაცებს, გიორგის საყვარელი კითხვები კი ბუნებისმეტყველებას უკავშირდება. ბავშვები ცდილობენ, რომ დამოუკიდებლად გაიარონ ტესტები, მშობლები კი სიამაყით ადევნებენ თვალს შვილების განათლება-განვითარების დონეს და მათ ბედნიერ მომავალზე ზრუნავენ:

„ყოველი ხუთშაბათი Izrune.ge-ს  დღედ იქცა. მახარებს ეს ფაქტი, რადგან პორტალის დახმარებით ჩემი შვილი წარმატებისთვის საჭირო უნარებს ივითარებს და იმტკიცებს ცოდნას. თანაც, შემეცნების პროცესი ძალიან სახალისო და მამოტივირებელია მისთვის. ნინო ნიჭიერი გოგონაა, ერთნაირად კარგად სწავლობს საგნებს. მინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყო მისი შესაძლებლობების გამოვლენა-წახალისებას და Izrune.ge სწორედ ამის საშუალებას მაძლევს,-“ ნინოს მშობელი, ირმა შენგელია.

„შემეცნებითი და სახალისო მიდგომებით მშობლებიც მეტი აქტივობით ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში. ყველა დედას უნდა, რომ წარმატებული შვილი ჰყავდეს და ჩვენი მზრუნველობა Izrune.ge-ზე სწორედ ამის დასტურია. გიორგი განსაკუთრებით ელოდება ტესტებს, ძირითადად, დამოუკიდებლად პასუხობს კითხვებს, შემდეგ ერთად განვიხილავთ ხოლმე საკითხებს. მივესალმები საგანმანათლებლო ინოვაციებს და პორტალთან ერთად ვაგრძელებთ წინსვლას ,-“ გიორგის მშობელი, ინგა კორტავა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება