სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დიდი სურვილი მაქვს ქვემო ქართლი რეიტინგებში მოწინავე რიგებს იკავებდეს“ – „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ავტორი ქვემო ქართლის რწმუნებულს შეხვდა
11-04-2019
-
+


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის" ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონისა“ და Izrune.ge -ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა პროექტში, რეგიონის მასშტაბით მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“, მისი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებით, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას:

„ეს არის ის მამულიშვილური საქმე, რომელიც მხოლოდდამხოლოდ დადებითად აისახება ჩვენი რეგიონის მასშტაბით მცხოვრები ახალგაზრდობის მომავალზე. ეს პროექტი ეხმარება მათ აითვისონ სახელმწიფო ენა, ისწავლონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და იყვნენ წარმატებულები. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ქვემო ქართლი რეიტინგებში მოწინავე რიგებს იკავებდეს და ვიმედოვნებ, ის ხარვეზები, რაც ამ დროისთვის არსებობს ჩვენთან, ჩართულობის კუთხით, გამოსწორდება. მინდა სრული მხარდაჭერა აღვუთქვა „ეტალონს“ და მის მიერ განხორციელებულ იდეებს, რომელიც ჩვენი მომავალი თაობისთვის მრავალი სიკეთის მოტანას ემსახურება“.

შეხვედრაზე, სადაც საუბარი ასევე შეეხო 2019 წლის 15 ივნისს დაგეგმილ ფინალურ ღონისძიებას- „საქართველოს საგანმანათლებლო ფესტივალი – იზრუნე მომავალზე“, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა „ეტალონსა“ და Izrune.ge - ს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება