სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
08-04-2019
-
+


პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე ონლაინ, ვებგვერდზე vet.emis.geრეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრირებულ აპლიკანტს გადაეცემა საგამოცდო ბარათი ინფორმაციით ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. 

პროფესიულ სასწავლებლებში საგაზაფხულო მიღებაზე 3 000-მდე თავისუფალი ადგილია. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.

სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები ასევე ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ  ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება - სამინისტრო დეტალებზე

ვის მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილება მინისტრის ბრძანებით - ვადები განსაზღვრულია

ისტორია 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებს ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება