სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონს'' ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობის თხოვნით წალკის სკოლების უმცროსკლასელებმა მიმართეს
09-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''წალკის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 


ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი წალკის სპორტდარბაზში ჩატარდა.  
 
წალკის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას წაკლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ფეოხარ პარასკევოვი და ემზარ გელოვანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ევგენია ფურცელაძე, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 
 
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
 
''წალკის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სამების სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ქრისტინა საჯაია დაეუფლა.  
 
''წალკის ეტალონი მოსწავლე'' ქრისტინა საჯაია, ინტელექტ-შეჯიბრის მომავალ მონაწილეებს რჩევებს აძლევს:

''არ ველოდი გამარჯვებას. ''ეტალონი'' ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტია. ყველა რაღაცას ვსწავლობთ ამ ინტელექტ-შეჯიბრიდან. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ არ ინერვიულონ. თუ არ ინერვიულებენ ყველაფერი კარგად იქნება და კითხვებზეც სწორ პასუხებს გასცემენ.''

წაკლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ფეოხარ პარასკევოვი მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდს:

''ეტალონის'' ღონისძიება ნამდვილი ზეიმი იყო წალკაში. როგორც მონაწილეები, ასევე სკოლის დირექტორები, ბავშვების მშობლები, აბსოლუტურად ყველანი მოხარულები ვართ ამ ღონისძიებით. ''ეტალონთან'' ერთად გაზაფხულის სიხარულიც მოვიდა. შედეგებით კმაყოფილები ვართ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდს. ლამაზად და სასიამოვნოდ ჩატარდა ყველაფერი. დარბაზი სავსე იყო. ღონისძიების ბოლოს ბატონ გოჩასთან მეხუთე კლასელი ბავშვი მივიდა და ჰკითხა, მომავალ წელსაც ხომ ჩაატარებთო, მინდა რომ მეც მივიღო მონაწილეობაო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველას უნდა ამ პროექტში მონაწილეობა, აზარტში შევიდნენ მოსწავლეები.'' 

''წალკის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ქრისტინა საჯაია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  
 
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება