სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინტელექტ-შეჯიბრის მომდევნო ტურს მოუთმენლად ელიან
08-03-2017
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ვაჟა სულხანიშვილის თქმით, ''ეტალონი'' ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩენას უწყობს ხელს:

''ეტალონის'' მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები საქართველოში ფაქტობრივად არ არის. ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, სწორედ ასეთი ნიჭიერი მოსწავლეების წარმოჩენას უწყობს ხელს ''ეტალონი''. პროექტი სასკოლო პროცესებს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის, ამიტომაც მას ანალოგი არ აქვს.''

რესურსცენტრის უფროსი გულნაზ აფციაური იმედოვნებს, რომ მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ: 

''ეტალონის'' შესარჩევი ტური 27 სკოლაში ჩატარდა. ყველანი კმაყოფილები ვართ. ორგანიზებულად ჩატარდა ყველგან. ველოდებით მომდევნო ტურს. იმედი მაქვს, ჩვენი მოსწავლეები საუკეთესო შედეგს აჩვენებენ შემდეგ ტურშიც.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".     

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება