სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ნინო ლომჯარიას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესახებ კითხვები აქვს
27-03-2019
-
+


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი პრობლემატურია, მათ შორის სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. 

„სოფო კილაძის მხრიდან არაერთი ინიციატივა გაჟღერდა, რაც ჩვენი მხრიდან განხილული არ ყოფილა. ეს არის სიახლე. დღეის მდგომარეობით, იმ ვერსიასა და ცვლილებებზე წვდომა არ მაქვს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. გარკვეული საკითხები რაც გუშინ გაჟღერდა, პრობლემატურად მეჩვენება, მაგრამ უნდა ვნახოთ, ჩამოყალიბებული როგორ არის. თუნდაც, სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. განათლება ის საკითხია, რაც სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს მიღებული, სტანდარტიზებული და ყველა ბავშვზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს განათლება საჭიროა, ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს. კითხვები მაქვს რელიგიური ორგანიზაციების როლთან დაკავშირებით, თუმცა კანონპროექტს ვნახავ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

რამდენიმე თვის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ მუშაობა დაიწყო. ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ეკუთვნის. როგორც სოფო კილაძემ კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, კოდექსის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. სოფო კილაძის თქმით, სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მშობლის თანხმობით. ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში კი სასულიერო პირებს უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხებზე. კანონპროექტის თანახმად, წესდება შეზღუდვები ღამის კლუბებში ბავშვების დაშვებაზე, რომლის მიხედვითაც ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან. მისივე ცნობით, ქვეყანაში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვებზე ძალადობა და ეს ასახული იქნება კოდექსში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება