| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების სააგენტო 2 550 აღმზრდელს, პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს.
როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს.
„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელების და მშობლებისთვის. საბავშვო ბაღების სააგენტო 2 550 აღმზრდელს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალური ტრენინგ კურსის განსახორციელებლად უკვე გამოცხადებული არის ტენდერი და გვეცოდინება თუ ვინ იქნება გამარჯვებული კომპანია. აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც მოიცავს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ გაკვეთილებს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პატარების აღზრდის პროცესს და იმას, რომ ნორმალურ გარემოში სწავლობდნენ, იღებდნენ განათლებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.
„დაწყებული გვაქვს საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეის მდგომარეობით, 61 000 პატარა გვყავს ბაღებში, თუმცა, მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩვენ მზად ვართ, რომ დავხვდეთ ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურით და დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს