| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში მოქმედ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების ძირითადი ნაწილი საპენსიო ასაკს მიღწეული ან პენსიონერია. ამის პარალელურად კი მცირეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ და სკოლებში საქმდებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია „ეისითი“ ავრცელებს.
„ეისითი“ დაინტერესდა საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგების ასაკით. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი მამაკაცებშიც და ქალებშიც არის 19 წლის, ყველაზე ასაკოვანი ქალი პედაგოგი 97 წლის, მამაკაცი კი 95 წლის“, - ნათქვამია„ეისითის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი