სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გუგული მაღრაძის აზრით, 6 წლამდე ბავშვი არ არის მზად გაკვეთილზე გაჩერდეს და გამიზნულად მოამზადოს დავალება
26-03-2019
-
+


უნდა მიიღონ თუ არა პირველ კლასში ბავშვები, რომლებსაც 1-ელ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ​ - როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრმა, გუგული მაღრაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხზე წინა პარლამენტის დროსაც იყო დისკუსია, თუმცა ფსიქოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ 6 წლამდე ბავშვი ფსიქოემოციური თვალსაზრისით არ არის მზად გაკვეთილზე გაჩერდეს და გამიზნულად მოამზადოს დავალება.

„თქვენ იცით, რომ ამ საკითხზე დიდი დისკუსიები და დებატები იყო წინა პარლამენტში. ერთი მხრივ, არის ფსიქოლოგიური კვლევები, რომლებიც ამბობს, რომ ბავშვის სკოლაში შესვლა არა მხოლოდ ინტელექტუალურ მზაობაზე, არამედ ფსიქოემოციურ ფაქტორზეა დამოკიდებული. სწავლა თამაშისგან იმით განსხვავდება, რომ ეს არის გამიზნული მოქმედება. ბავშვს კი არ შემოესწავლება თამაშის დროს, მან გამიზნულად უნდა მოამზადოს გაკვეთილი, თუნდაც, მეორე დღისთვის, უნდა გაჩერდეს გაკვეთილზე და უსმენდეს მასწავლებელს. ფსიქოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ სჯობს ბავშვმა იმ ტიპის სასკოლო საქმიანობა დაიწყოს, რომელსაც ჩვენთან 6 წლიდან იწყებენ.

ბევრი მშობელი იტყვის, ჩემმა ბავშვმა ყველაფერი იცის და რატომ უნდა ელოდოს სხვას და ა.შ. მაგრამ ერთი ბავშვის საჭიროებებზე ხომ არ იქნება კანონი და სკოლა მორგებული. ზოგისთვის სკოლა უფრო მარტივია, ზოგისთვის რთული, თუმცა მასწავლებელს აქვს გარკვეული შესაძლებლობა იმისა, რომ ზოგი მოსწავლე მეტად დატვირთოს ზოგი ნაკლებად. მაგრამ ტიპიურ სასკოლო გარემოში ბავშვის შეყვანა 6 წლამდე არ არის რეკომენდირებული“, - განაცხადა მაღრაძემ.

პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრის თქმითვე, სწორი იქნება სწავლის დაწყების თარიღი დამოუკიდებლად იყოს განსაზღვრული და ის ბავშვის ასაკთან არ იყოს დაკავშირებული.

„ზოგადად მე არ მიმაჩნია სწორად, რომ სწავლის თარიღის დაწყებას დავამთხვიოთ ბავშვის ასაკი, რადგან სწავლის თარიღი სხვადასხვა გარემოებების გამო შეიძლება შეიცვალოს, რის გამოც ბავშვის მშობელი არ არის გარკვეული მიდის მისი შვილი სკოლაში თუ არა. შესაბმისად, მკაცრად უნდა იყოს დადგენილი თარიღი, იქნება ეს 31 დეკემბერი, 31 აგვისტო, 1 სექტემბერი თუ სხვა. და არა ისე, რომ ზოგიერთი სკოლა 15 სექტემბერს დაიწყებს, ზოგიერთი არა და ერთი და 2 დღის გამო ბავშვი ამოვარდეს წინასწარ განსაზღვრული სქემიდან. ყველა შემთხვევაში, შეთანხმება უნდა მოხდეს ისეთ თარიღზე, რომელიც დაკავშირებული არ იქნება სასწავლო პროცესზე. ამ სასწავლო წლისთვის რაიმე ცვლილების მიღება მე არ მიმაჩნია სწორად. თუმცა, აღნიშნული საკითხი სამსჯელოდ შესაძლებელია დავაყენოთ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ასევე იხილეთ: ბავშვები, რომლებსაც 1-ელ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ, შესაძლოა პირველ კლასში მიიღონ - პარლამენტს პეტიციის განხილვა დაევალა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება