სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი საქართველოს სჭირდება“ - ყაზბეგი ტესტირების პირველი ეტაპის ემოციებს გვიზიარებს
21-03-2019
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 20 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 12 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,  რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

მერიის წარმომადგენელი დავით ქირიკაშვილი: 

„მოსწავლეები ჩემპიონატში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. წინა წელთან შედარებით, წელს უფრო მეტმა მოსწავლემ აირჩია „თამამი“ და ისინი მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტესტირებაში 6 საჯარო და 1 კერძო სკოლა მონაწილეობდა. „ეტალონი“ მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას და თავდაჯერებულობას. ეს პროექტი ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას და მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის“. 

რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი:

„ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულები და სიამოვნებით ჩაერთნენ „ეტალონში“. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან მერვე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წელს პირველად მიიღეს ჩემპიონატში მონაწილეობა. მათთვის ეს იყო პირველი გამოცდა, რომელსაც, ვფიქრობ, რომ თავი წარმატებით გაართვეს“. 

გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ ხვედელიძე:

„რომ გითხრათ, რომ ჩემი მოსწავლეების შედეგით კმაყოფილი ვარ, მოგატყუებთ, თუმცა ვიცი, რომ მომავალში ისინი თავიანთ შედეგს გააუმჯობესებენ და უკეთ მომზადებულები შეხვდებიან ტესტირებას. ზოგადად, პროექტი „ეტალონი“ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც მოსწავლეს აძლევს მოტივაციას და ძალას, უკეთ ისწავლოს. წარმატებები თქვენ და ყოველთვის გვიგულეთ თქვენ გვერდით“. 

გუდაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზია ქავთარაძე: 

„ჩვენთან მოსწავლეების მაქსიმალური აქტიურობა დაფიქსირდა. ტესტირებაში მონაწილეობდა 11 მოსწავლე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასიდან. ტესტირების პროცესმა მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები და მონდომებულები იყვნენ“. 

სნოს საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ფირანიშვილი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ამის გამო წელს მხოლოდ 8 მოსწავლე ჩაერთო ჩემპიონატში. ტესტირების პროცესმა ნორმალურად, წყნარ გარემოში, ყველა წესის დაცვით ჩაიარა. „ეტალონი“ არის ბრწყინვალე პროექტი, რომელშიც ყველა მოსწავლე აუცილებლად უნდა ჩაერთოს. „ეტალონი“ მათ მეტ ცოდნას და განათლებას მისცემს და მოტივაციას აუმაღლებს მომავალი წარმატებების მისაღწევად“. 

სნოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეთერ გუჯარაიძე:

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოსწავლე არ გვყავს სკოლაში, მათი უმეტესობა მაინც ჩაერთო ჩემპიონატში. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მოსწავლეები განსაკუთრებულად მოემზადნენ და თავიანთი ცოდნა და განათლება გამოავლინეს“. 

ა(ა)იპ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის „ეტალონის“ პედაგოგი ეთერ პაპიაშვილი: 

„ტესტირების პირველ ეტაპში 30 მოსწავლე მონაწილეობდა. მათმა უმეტესობამ გადალახა 50 ქულიანი ბარიერი, ხოლო ერთმა მოსწავლემ 77 ქულა აიღო. მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ ეს პროექტი და ყოველთვის მოუთმენლად ელიან ჩემპიონატს. „ეტალონი“ აძლევს მათ მოტივაციას და ცოდნას. ეს არის პროექტი, რომელიც სჭირდება საქართველოს“. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება