სიახლეები
ეტალონი

„ეს დღე ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებაა“- „მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
06-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, მცხეთის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ჩატარდა, სადაც „მცხეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ბექა იორდანიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

მცხეთა- მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ მცხეთაში ჩატარებული ინტელექტ- ჩემპიონატი ემოციურად შეაფასა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს: 

„აღფრთოვანებული ვარ ამ ემოციური დღით. მინდა ვთქვა ის, რომ განათლების მხარდაჭერა არის ჩვენი სახელმწიფოს N1 პრიორიტეტი. ქვეყანას, სადაც არ არსებობენ განათლებული ახალგაზრდები, სადაც ერი არ არის განათლებული, არ აქვს არანაირი პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირ პროექტს, ყველანაირ პროგრამას, რომელიც განათლებასთან და ამ განათლების მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და „ეტალონი“, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ახალგაზრდობის განვითარებისკენ, ჩვენი და ჩვენი ახალგაზრდობის მეგობარია. ეს არის პროექტი, სადაც თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი ნიჭი და გახდეს წარმატებული. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მცხეთაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომელიც მათ ძალიან დიდი ხანი დაამახსოვრდებათ. მე დარწმუნებული ვარ, დღეიდან კიდევ უფრო მეტად შეეცდებიან იყვნენ განათლებულები, ისწავლონ და იკითხონ მეტი. ისინი აუცილებლად იქნებიან ძალიან წარმატებულები და ბევრ სიკეთეს მოუტანენ ჩვენს ქვეყანას“.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მარინა ზურაბიშვილმა „ეტალონი“ დადებითად შეაფასა და გამოთქვა სურვილი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების:

„ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ არის ასპარეზი ნიჭიერი მოსწავლეები წარსდგნენ საგანმანათლებლო ტრიბუნაზე და თავისი პირველი სიტყვა თქვან მათი ნაშრომის თაობაზე. არაჩვეულებრივი პროექტია, რომელსაც ყველა მივესალმებით. ჩვენ, მცხეთის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ვართ მისი მხარდამჭერი და ვიმედოვნებ, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ.“

რესურსცენტრის უფროსმა, ბექა იორდანიშვილმა პედაგოგების როლზე ისაუბრა და „ეტალონს“ გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა:

„ძალიან მიხარია ამ პროექტში მცხეთის მუნიციპალიტეტის ამ ხარისხით ჩართულობა. აღსანიშნავია დაბალი კლასის მოსწავლეები ჩართულობა და აქტიურობა, რომლებიც დღევანდელ ჩემპიონატში ცხრა საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდნენ და ძალიან კარგი შეფასებები მიიღეს. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ახალგაზრდა თაობა ამ გამოწვევებს სხვა ხარისხში და რეგისტრში უღებს ალღოს. ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვხედავთ როგორ უმჯობესდება მოსწავლეების ჩართულობა და შედეგები. „ეტალონი“ აძლევს ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის წარმოჩენის შესაძლებლობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მცხეთის მასშტაბით სიმძიმის ცენტრები თანაბრად არის გადანაწილებული, ყველა სკოლა ვითარდება და მიდის წინ. რაც განპირობებულია იმით, რომ თითოეული დირექტორი და პედაგოგი, გულწრფელი გულშემატკივარია მოსწავლის. ისინი ყველანაირად ცდილობენ გვერდში დაუდგნენ და დაეხმარნონ მოსწავლეებს ნებისმიერ საკითხში, რაც მათ განათლებას და განვითარებას ეხება. დიდი მადლობა „ეტალონს“ და ამ დიდი გუნდის თითოეულ წევრს. თქვენ დიდებულ საქმეს აკეთებთ“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა, შორენა არჯევანიძემ „მცხეთის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ მულტიფუნქციური ცენტრი მომავალშიც უმასპინძლებს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატებს

„ეს პროექტი, ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ძალიან უყვარს და მინდა გამოვთქვა სიხარული იმის თაობაზე, რომ წელს პირველად ჩატარდა ჩვენს კულტურის ცენტრში და იმედია, ეს ტრადიცია გაგრძელდება და სწორედ აქედან დავულოცავთ გზას ჩვენს „ეტალონ მოსწავლეებს“ დიდი წარმატებისკენ. კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებულს დღევანდელ წარმატებას და მადლობას გადავუხდი „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი დღისთვის"

„მცხეთის ეტალონი მოსწავლის" ტუტული მცხეთის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ეთერ ხუბულურმა მოიპოვა: 

„ეტალონში“ წელს მესამედ მივიღე მონაწილეობა. ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება, იმდენად ბედნიერი ვარ. მინდა ყველა მოსწავლეს ვუსურვო წარმატება“.

მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ბოხუამ მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩემპიონატში მაღალ ჩართულობას გაუსვა ხაზი და გამოთქვა იმედი, რომ „მცხეთის ეტალონი მოსწავლე" ჩემპიონატის ფინალიდანაც წარმატებული დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს:

„მინდა, პირველ რიგში, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მაღალ ჩართულობას გავუსვა ხაზი. ჩვენ აქტიურად ვიზიარებთ „ეტალონის“ ინოვაციურ იდეებს და ვცდილობთ მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი იმ რიტმს, რასაც „ეტალონი“ გვთავაზობს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“ ძალიან მაგარი გოგოა. ძალიან მონდომებული, მშრომელი ფუტკარივით და შედეგიც სახეზეა. ძალიან დიდ სიხარულთან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის „ეტალონის“ ფინალში მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ეთო კარგად გაართმევს ამ საქმეს თავს და წარმატებული დაგვიბრუნდება. ნამდვილად მჯერა ეთოს გამარჯვების“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
სამივე მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს - სვანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სვანეთში მეორე მოზარდის ცხედარი პატარა ჰესთან იპოვეს - მესამე მოზარდს კვლავ ეძებენ
პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან
სწავლების მეთოდების შემოწმება რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის - დოკუმენტი
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში
 
პროექტში მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება