სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ეტალონი

„მამების ფორუმი“ და თბილისის N106 საჯარო სკოლის სამაგალითო მზრუნველობა Izrune.ge-სთან ერთად
07-03-2019
-
+


თბილისის N106 საჯარო სკოლა Izrune.ge- სთან ერთად საგანმანათლებლო სივრცის ინოვატორია.

საქართველოს რეალობაში პირველად, სკოლის დირექტორის, თენგიზ გულოდრავას ინიციატივით შეიქმნა „მამების ფორუმი“, რომლის მთავარი მიზანიც შვილების აღზრდა-განათლებაში მამების აქტიური ჩართვაა. რა თქმა უნდა, ზრუნვის ფორმატი კვლავაც უცვლელია და ოჯახი, ბავშვი და სკოლა წარმატებისთვის Izrune.ge-ზე ერთიანდება.

„მამების ფორუმის“ შექმნასთან დაკავშირებით სკოლას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა და აუდიტორიასთან ერთად Izrune.ge მთავარი მიზნები, შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილა.

შეხვედრას მრავალრიცხოვან მამათა არმია ესწრებოდა, რომლებიც მზრუნველ ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ და ინდივიდუალური თუ გუნდური მიდგომებით შვილების ბედნიერ მომავალზე ზრუნვას აქტიურად შეუდგებიან.

ინიციატივის ავტორს, თენგიზ გულორდავას შვილების სასკოლო ცხოვრებაში მამების ჩართვის ეფექტურობის სჯერა და მშობელთა მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს:

„სასკოლო ცხოვრებაში არ კმარა მხოლოდ დედების ჩართულობა, შვილების აღზრდა-განათლებაში მამების აქტივობა ძალიან გვჭირდება. არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც  მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება და რადგან  Izrune.ge -ს საშუალებით ჩვენი დედები აქტიურად ადევნებენ თვალს შვილების ცოდნისა და განვითარების დონეს, ახლა გვსურს მამის როლიც გავზარდოთ და სამაგალითო მზრუნველობა ვაჩვენოთ ყველას. გადატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, ყველას შეუძლია, თვეში ერთხელ ნახევარი საათი გამონახოს შვილისთვის და ერთობლივი მუშაობით თვალნათლივ დავინახოთ წინსვლა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსწავლეები მზრუნველი მამებით ძალიან იამაყებენ.“

თბილისის N106 საჯარო სკოლამ „შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველი მამის“ ტიტული შექმნა და Izrune.ge -ში აქტიურად ჩართული მამები სიგელებით უკვე დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება