სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გადასცემენ 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლებს - განათლების სამინისტროს განმარტება 
05-03-2019
-
+


2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული სკოლადამთავრებულებისთვის განკუთვნილი მედლების გადაცემის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია.

როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოქროსა და ვერცხლის მედლები 14 მარტს უნდა ჩააბაროს, რის შემდეგაც მედლები შესამოწმებლად ექსპერტიზაზე გადაიგზავნება და მხოლოდ მათი პასუხიდან გამომდინარე განისაზღვრება კონკრეტული ვადა, როდის დაიწყება მედლების დარიგება.

„მედლების ხელშეკრულების გადმოცემის ვადად განსაზღვრულია 14 მარტი, ანუ არაუგვიანეს ამ თარიღისა ორგანიზაციამ უნდა მოგვაწოდოს მედლები. შემდგომ მედლები გაივლიან ექსპერტიზას და თუ ყველაფერი კარგად იქნება და ეს მედლები ექსპერტიზის საფუძველზე ჩავიბარეთ, შემდგომ უკვე ძალიან მალე დაიწყება მედლებისა და სერტიფიკატების დარიგება“, - განგვიცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2 640 ოქროსა და 1 062 ვერცხლის მედლისა და  მედლების ჩასადები ყუთების შესაძენად, ტენდერი 2018 დეკემბრის თვეში გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:  2017-2018 სასწავლო წლის მედალოსანთა სია და სიაში შესული ცვლილებები. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება