| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15-17 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ მედიის წარმომადგენლები სამდღიან სემინარზე მიიწვია თემაზე: „სამოქალაქო განათლება სკოლაში“.
სემინარი შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
რეგიონული ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები შეხვდნენ გურიისა და აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეებს - წყალწმინდის, აჭყვას, კვირიკეთის და ქობულეთის N6 სკოლის უფროსკლასელებმა განხორციელებული პროექტები წარადგინეს.
მეორე დღე დაეთმო ვიზიტს სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში. სკოლაში ვიზიტისას წარმატებული პედაგოგის ჯილდოს მფლობელმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ინგა მოსიძემ და მისი მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარადგინეს.
სასესიო მუშაობისას პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ იმ დახმარების შესახებ ისაუბრა, რასაც პროგრამა სკოლებს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის უწევს.
სემინარის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების შესახებ ინფორმაცია გააცნეს და სამინისტროს მიერ განხორციელებულ სასკოლო რეფორმაზე ისაუბრეს.
პროგრამას „მომავლის თაობა“ ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას