სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
14-01-2019
-
+


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით დაინიშნა. 

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აქამდე არ გამიკეთებია და მოგვიანებით ვაპირებ. ახალ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობ, რის ვადებში შეზღუდული ვარ“, -განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე განათლების მინისტრის წარდგინებით მას შემდეგ დაინიშნა, რაც რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ორჯერ ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური 2017 წლის ოქტომბრიდან არის. ყოფილი ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის თანამდებობიდან გათავისუფლება კი რესურსცენრტში ჩატარებული შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად მოხდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას გიგა ციბაძე ასრულებდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება