TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საიდან იღებს სათავეს ქართული ნაძვის ხის ისტორია და რა სიკეთის მოტანა შეუძლია ჩიჩილაკს
28-12-2018
-
+


საქართველოში ახალი წლის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად ჩიჩილაკი ითვლება, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.

გურულები ახალ წელს კალანდას ეძახდნენ, ეს დღესასწაული განსაკუთრებით უყვარდათ და მასთან შეხვედრა ჩიჩილაკის გარეშე ვერც წარმოედგინათ. ოთახს ამშვენებდა თოვლივით ქათქათა, კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი. ეს იყო რიტუალური ნივთი, რომელსაც საგანგებოდ საახალწლოდ ამზადებდნენ. 

მკვლევართა აზრით, ჩიჩილაკის დამზადების ტრადიცია წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება. გურიაში მას "ბასილის წვერებსაც" ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი - "ბასილის პურს". აღსანიშნავია, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა ეს დღეს სწორედ ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნის თარიღს ემთხვევა.

ჩიჩილაკის მომზადებას ოჯახის უფროსი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებდა. ჩიჩილაკს ყოველთვის თხილის ტოტებისგან თლიდნენ, რადგან თხილი ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა. გადმოცემის თანახმად, ქართულ ნაძვის ხესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული რიტუალიც არსებობდა. დაძინების წინ ოჯახის უფროსი ჩიჩილაკსა და ხონჩას სახლიდან გაიტანდა მარანში ან ბეღელში და თვითონაც იქ დაიძინებდა. ახალი წლის დილას, გამთენიისას, წაიღებდა ჩიჩილაკს, ხონჩაზე აანთებდა სანთლებს, დაილოცებოდა, შემოუვლიდა კარ-მიდამოს, საქონლის სადგომებს და გამრავლებას ინატრებდა, მერე მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს და ოჯახის წევრებს მიულოცავდა ახალ წელს. წინაპართა ადათის მიხედვით, ჩიჩილაკს ნათლისღების წინა ღამეს აუცილებლად ყველა ოჯახი წვავდა და ამ რიტუალით ატანდნენ მას უარყოფით ემოციებს და უსიამოვნებას.

ყველა ნივთსა და მცენარეს, რომლებითაც ჩიჩილაკი ირთვებოდა, სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და უმთავრესად ოჯახის სიმრავლეს და სიძლიერეს გამოხატავდა. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ეს მორთულობა მცირე დეტალებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.  ძირითადად ჩიჩილაკი ყველგან ერთნაირად გამოიყურებოდა: ბოლოებზე ჩამოცმული ორი ბროწეულით ან ვაშლით და ორი სფერული კვერცხით. მორთული იყო ფერადი სამკაულებით, ძაფებითა და ფოჩიანი კანფეტებით. იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც აფერადებდნენ. გრძელ თეთრ წვერიან ჩიჩილაკს ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულით და ხილით რთავდნენ. ამით ბარაქისა და ულევი სიტკბოების სურვილებს გამოხატავდნენ.

გურიაში, სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა და ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება