სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის შეზღუდული სკოლებში მშობლების შესვლა?!
19-12-2018
-
+


„სკოლაში მშობელთა შემოსვლა აკრძალულია“, - აღნიშნული წარწერით სურათი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. 

Etaloni.ge დაინტერესდა სხვა სკოლებშიც შეზღუდული იყო თუ არა მშობლების სკოლებში შეშვება - როგორც აღმოჩნდა, უმეტეს მათგანში გარკვეული დღეები და საათებია გამოყოფილი თუ როდის აქვს უფლება მშობელს სკოლაში შევიდეს.

Etaloni.ge-სთან საუბრისას თბილისის N158 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია მელქაძემ განაცხადა, რომ სკოლაში მშობლების შესვლისთვის პარასკევი დღეა გამოყოფილი, თუმცა, თუ რომელიმე მასწავლებელი ან დამრიგებელი მშობელს დაიბარებს, ადმინისტრაციისთვის ინფორმაციის მიწოდების შემდგომ მშობელი ჩვეულებრივ შედის სკოლაში.

დირექტორის თქმით, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი, პირველ რიგში, მოსწავლეების უსაფრთხოებაა.

„სკოლაში მშობელთა შემოსვლის დღე არის პარასკევი. ამის შესახებ მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისში ეცნობათ, თუმცა, თუ რაღაც გადაუდებელი აუცილებლობაა, მშობელი მოდის სკოლაში - მასწავლებელი დაიბარებს მშობელს თუ თავად მას ექნება რაიმე საქმე, საშვის საშუალებით სკოლაში შემოვა. შესასვლელში არის ადამიანი, რომელიც საშვს გასცემს და შემდგომ უკვე თავისუფლად შემოდის მშობელი. აღნიშნულის მიზეზი პირველ რიგში მოსწავლეთა უსაფრთხოებაა. რა თქმა უნდა, კართან მდგომმა პირმა ზეპირად არ იცის ვინ არის მოსწავლის მშობლები და მათ ვერ ცნობს. ამიტომ უცხო პირი რომ არ შემოიპაროს სკოლაში, ასეთ მეთოდს მივმართავთ. ათასი რაღაც ხდება, მთავარი მოტივი უსაფრთხოებაა, თორემ, სამწუხაროდ, ხშირად ვნატრულობთ, რომ მშობელი სკოლამდე მოვიდეს - ეს პრობლემაც არის“, - განაცხადა მელქაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის N195 საჯარო სკოლის დირექტორის კობა წენგუაშვილი გვეუბნება, რომ ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებს აქვთ საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლაში ყოფნის სურვილი, რაც მოსწავლეებს აბნევს, რადგან ყურადღება მშობლებზე გადააქვთ და არა მასწავლებელზე.

„სკოლის შემოსასვლელში გამოკრულიც გვაქვს განცხადება, რომ წესით, 2 საათამდე არ დაიშვებიან მშობლები, გარდა გამონაკლისისა. მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ადრე ამთავრებენ გაკვეთილებს და მათი მშობლები შემოდიან, რომ გამოიყვანონ ბავშვები. 

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზს, ხშირად დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლები გაკვეთილის მიმდინარეობისას შუშებიან კართან დგანან და კლასში იყურებიან. ეს კი ბავშვების ყურადღების გაფანტვას იწვევს, რადგან მასწავლებლის მაგივრად მშობლებს უყურებენ. დახმარების ნაცვლად, მშობლები ხშირად ხელს უშლიან ბავშვებს, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, თუ ბავშვი ინკლუზიური საჭიროების არის, მშობელს უფლება აქვს გაკვეთილის მიმდინარეობისას დერეფანში დაელოდოს, რათა საჭიროების შემთხვევაში მას დაეხმაროს.

უფროსი კლასელებისთვის მშობლები ისე თუ შემოივლიან, მასწავლებელს რომ დაელაპარაკონ და მათი შვილის ამბები გაიგონ. ისე მშობლებისთვის პარასკევი დღეა გამოყოფილი, თუმცა, მშობლები ხშირად ითხოვენ, რომ სხვა დღეს შემოვიდნენ, როცა დავუშვათ, სამსახურიდან გათავისუფლდნენ, ასეთ დროს პრობლემა არ არის და მშობლები სკოლებში შემოდიან“, - განაცხადა თბილისის N195 საჯარო სკოლის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ სკოლები ვალდებულნი არიან შინაგანაწესი იქონიონ, სადაც ერთის მხრივ, სკოლის ვალდებულებები და უფლებებია გაწერილი, მეორეს მხრივ, კი მშობლის. შინაგანაწესის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სკოლას უფლება აქვს „არ დაუშვას მშობელი/წარმომადგენელი სკოლაში შინაგანაწესით ნებადართული მიღების საათებისა და განსაკუთრებული შემთხვევების გარდა“.

მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, მშობლების ნაწილისთვის მსგავსი ტიპის შეზღუდვა მიუღებელია და უკმაყოფილებასაც გამოთქვამს, ნაწილი კი მომხრეა:

„მასწავლებელს ვერ დაველაპარაკე, ფაქტობრივად, შესვლა შეიძლება მხოლოდ ორშაბათობით და 2 საათის შემდეგ. ამ დროს ის მასწავლებელი, ვისი ნახვაც მინდოდა, წასულია და ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის ეს ამბავი“,-აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

„მშობელს თუ არ დაიბარებენ ან შეკრება არ იქნება, არ არის საჭირო ცალ-ცალკე ყველამ თითოეულ წვრილმანზე ირბინოს სკოლაში. არსებობს ტელეფონი, სოციალური ქსელი და სხვა ათასი სახის საკონტაქტო საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში მასწავლებელს დაუკავშირდე და ისე გაიგო შენი შვილის ამბავი“,- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სასკოლო ფორმებზე ბაზრის კვლევა მეორედ გამოცხადდა - დეტალები

სეტყვა, ელჭექი, საშუალო საფრთხის დონე - სააგენტოს გაფრთხილება ამინდთან დაკავშირებით

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება