სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თიანეთში ''ეტალონი'' ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა
07-02-2017
-
+


თიანეთში ,,ეტალონის” შესარჩევი ტური ჩატარდა. 

ტესტირება სკოლაში ,,ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად წარიმართა. 

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს განსხვავებული ტესტები დაურიგდათ. 




როგორც თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური აღნიშნავს, თიანეთში ყველაფერმა პრობლემების გარეშე ჩაიარა: 

''სულ 11 საჯარო სკოლა გვაქვს და 344 მოსწავლე გვყავს მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასში. აქედან მონაწილეობა მიიღო 334 მოსწავლემ. 10 მოსწავლე სკოლაში არ იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველა სკოლაში იყო რესურსცენტრის წარმომადგენელი. ''ეტალონის'' დაწყება დაგვიანდა მხოლოდ ერთ სკოლაში. პრობლემების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა, შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. იყვნენ გამგეობის წარმომადგენლები ყველა სკოლაში, ასევე იყვნენ მშობლები. ყველა სკოლაში ერთდროულად დავიწყეთ, 3-ის 15 წთ-ზე. ტესტების ხუთივე ვარიანტი გამოვიყენეთ, რადგან მოსწავლეებს ერთმანეთისგან არ გადაეწერათ. თიანეთში ''ეტალონი'' ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება. ინტელექტ-შეჯიბრი კარგია ბავშვების თვითშეფასებისთვის. თვითონ ჩვენც გვიქმნის მოსწავლეების სწავლის დონეზე წარმოდგენას. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ყველა ბავშვის ჩართვაზე ვიზრუნეთ. მივესალმებით ამ პროექტს. ჩვენ მოგვწონს ''ეტალონი'', ყველა საგნიდან არის კითხვები და ბავშვებიც განსაკუთრებით მოტივირებულები არიან.''

კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ქაჩლიშვილის თქმით, თიანეთში ''ეტალონი'' უკვე ტრადიციად იქცა:

''თიანეთში''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა. წლებია მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ინტელექტ-შეჯიბრში და მათ სულ ამაღლებული განწყობა აქვთ. მოსწავლეების აქტივობა იყო მაღალი. თითქმის ყველამ, ვინც სურვილი გამოთქვა, შეძლო ტესტირებაში მონაწილეობის მიღება. ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. უფროსმა ტრენერებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს შესარჩევი ტური. იყო მშვიდი და თბილი გარემო. მე ვიმედოვნებ, რომ შედეგიც მაღალი იქნება და გამოვლინდება ძლიერი შემადგენლობა, რომლებიც იბრძოლებენ რაიონის ''ეტალონი'' მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად. ძალიან აქტიურად იღებდა მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურთან ერთად რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც. ერთობლივი მუშაობით ყველაფერი ჩატარდა ორგანიზებულად. ''ეტალონი’’ მეტად მნიშვნელოვანი პროექტია. ამ შეჯიბრში მონაწილე ბავშვი ყოველთვის წარმატებული და მოტივირებულია. ეს პრაქტიკიდანაც ჩანს. მე ამას წლებია ვაკვირდები. ''ეტალონი'' უკვე ტრადიციაა ჩვენთან. ბავშვები უფრო მეტად წიგნიერები და განათლებულები არიან და ინტელექტ-შეჯიბრი ბრძოლის ჟინსაც უჩენს მოსწავლეებს. ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მათთვის ბევრის მომცემია და წარმატების გარანტიაცაა. ტესტებთან დაკავშირებული სიახლიდან გამომდინარე ბავშვები უფრო აქტიურად ჩაერთნენ ინტელექტ-შეჯიბრში. პედაგოგებიც გაცილებით მოტივირებულები იყვნენ.''


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება