სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საიდან იღებს სათავეს ახალი წლის აღნიშვნისა და ნაძვის ხის მორთვის ტრადიციები?
18-12-2018
-
+


ახალი წელის აღნიშვნის ტრადიცია ფესვებს მართლაც უხსოვარი დროიდან იღებს, რომელიც წლების განმავლობაში, ძირეულ სახესხვაობას ფაქტობრივად არ განიცდიდა და ის ადამიანთა რწმენით, კაცობრიობის განახლებას ემსახურებოდა. 

სხვადასხვა ხალხებსა და ტომებში ახალი წლის დადგომა განსხვავებულ დროს და განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნებოდა. თუმცა, ამ დღესასწაულს ყველასთვის ერთი რამ აერთიანებდა - ადამიანებს სწამდათ, რომ ახალ წელს ყველა ცუდ მოვლენასთან ერთად ძველი სამყარო კვდება, რის ხარჯზეც იბადება ახალი სამყარო. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ახალი წლის დადგომა განსაკუთრებული ემოციებთან და მოლოდინთან იყო დაკავშირებული. 

ძველ ეგვიპტელებში ახალი წელი ახალი სამყაროს შექმნის სიმბოლოს წარმოადგენდა. მას ნილოსის მიმოქცევის პერიოდში აღნიშნავდნენ, რომლის წყალიც ყველაფერ ცუდს ჩამორეცხდნენ, ხოლო მდინარის მიერ მოტანილი ლამი აყვავების და კარგი მოსავლის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ისრაელში, ახალ წელს ღმერთი იაჰვე ქაოსის ძალებთან ბრძოლაში იმარჯვებდა და მსოფლიოს მბრძანებელი ხდებოდა, რისი წყალობითაც სამყაროს განახლება ხდებოდა.

მესამე საუკუნეში, ქრისტიანმა ისტორიკოსებმა ახალი წლის თარიღაც 1-ლი მარტი მიიჩნიეს, ხოლო V საუკუნიდან ამ სტილზე ევროპის მრავალი ქვეყანა გადავიდა. IV საუკუნეში რომის იმპერიაში, წელთაღრიცხვა 25 დეკემბრიდან დაიწყეს.

თანამედროვე ნაძვის ხე თავისი წინაპრისგან ნამდვილად განსხვავდება. მისი მორთვა, რომლის ტრადიციაც 2000 წელს ითვლის, ხალხისთვის მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან წარსულში ხეების მაგიური ძალის სჯეროდათ. დრუიდების ცნობილ ჰოროსკოპში ადამიანის ბედისწერა „მისი ხის“ მიხედვით განისაზღვრება. მათ სწამდათ, რომ ხეებში ნაყოფიერების სულები სახლობენ, რომელთა კეთილგანწყობაზეც პურის, ხილისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა არის დამოკიდებული. დღესდღეობით, ჩვენ ხელოვნურ ხეს ათასგვარი განათებით და ორნამენტით ვრთავთ. ადრე კი აუცილებელი იყო, რომ ხე ბუნებრივი ყოფილიყო, რომელსაც ვაშლებითა და კაკლებით რთავდნენ.

ძველი ევროპელებს მიაჩნდათ, რომ ასე მორთული ნაძვის ხე ბოროტ სულებს და ყოველგვარ უწმინდურობას „ისხლეტდა”. აღსანიშნავია, რომ ასე მორთულ ნაძვის ტოტებს ძველი ევროპელები სახლის კართან კიდებდნენ და სათამაშოებით რთავდნენ. ამის შესახებ მსოფლიომ, სავარაუდოდ, გერმანელი მწყემსებისგან შეიტყო, რის შემდეგაც ტრადიციამ სულ მალე სამეფო კარზე გადაინაცვლა. სამეფო კარზე პრინცესები იზრდებოდნენ, რომელებიც შემდეგ სხვა ქვეყნების უფლისწულებს მიყვებოდნენ ცოლად. ამის ხარჯზე ნაძვის ხის მორთვის ტრადიციამ ფესვი თითქმის მთელ მსოფლიოში გაიდგა. 

რაც შეეხება საქართველოს, ,,ქართულ ნაძვის ხედ“ ცნობილი ჩიჩილაკი,  წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას ბასილის ფაფუკ წვერებსაც“ ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი ბასილის პურს“ უწოდებდნენ. საგულისხმოა, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა.

როგორც ვხედავთ, ტრადიციები იცვლება, ფორმირდება და დროთა განმავლობაში ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ, ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ის ყველა ადამიანს აერთიანებს. ეს არის ადამიანების რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი სიახლეს მოიტანს და ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება