სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მამუკა ბახტაძე აბიტურიენტებთან დაკავშირებით „ძალიან საინტერესო ინიციატივას“ აანონსებს
18-12-2018
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აბიტურიენტებთან დაკავშირებით „ძალიან საინტერესო ინიციატივა“ დააანონსა. 

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, სადაც საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორი ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს. მისი განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიდეს, საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 10-11% ჰქონდეს.

„კითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ, აბიტურიენტებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ინიციატივა გვექნება. რაც შეეხება ზოგადად განათლების რეფორმას, ეს არის ძალიან მრავალწახნაგოვანი რეფორმა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ჩართვის გაკეთებას ვაპირებ, ვინაიდან, ძალიან ვრცელ თემაა. მოკლედ რომ გითხრათ, განათლების რეფორმაში მთავარი ფილოსოფია არის ის, რომ განათლების სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი გახდეს.

იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიდეს, საჭიროა, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში მინიმუმ  10-11% ჰქონდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაახლოებით სამჯერ უნდა გავზარდოთ ეს სექტორი.

ეს ძალიან კომპლექსური და ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა. მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ ამ რეფორმის რეალიზაციის რამდენიმე ეტაპი გვექნება.  საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, საქართველოში განათლების სექტორს სტაბილურად ჰქონდეს ჩვენი ეკონომიკის არანაკლებ 10-11%-ისა. ეს  საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შეიქმნას ის ადამიანური კაპიტალი, ის ცოდნა, პირობები, რომ ადამიანები რჩებოდნენ საქართველოში და თავიანთ ნიჭს და ტალანტს ახმარდნენ საკუთარი სამშობლოს განვითარებას. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში.

ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ვფიქრობთ, სიღარიბეს დავძლევთ იმ ეკონომიკური პროგრამით, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ აქვე იმასაც ვამბობ, რომ ვერასოდეს შევიყვანთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ განათლების სექტორს არ ექნა დომინანტი პოზიცია და ამ შემთხვევაში მთლიანი ეკონომიკის 10-11%“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება