| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელ განათლებას წამყვანი როლი ექნება.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, სადაც საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ბაღების მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ბაღები განათლების სისტემის ნაწილი არ არის, რაც განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია და ეს აუცილებლად გამოსწორდება.
„განათლების რეფორმის ფარგლებში, ბაღებს ექნება წამყვანი როლი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ბაღები განათლების სისტემის ნაწილი არ არის, რაც განათლების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსია. სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ახალი რეფორმის ფარგლებში, ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ. შესაბამისად, რეფორმის დანერგვის შემდეგ ბაღებში მომუშავე პერსონალი და მასწავლებლები ჩაითვლებიან, როგორც განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებად და შესაბამისად, მათი ანაზღაურებაც იქნება დაანგარიშებული განათლების სისტემაში არსებული პრინციპების შესაბამისად“,-განაცხადა პრემიერმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი