სიახლეები
სიახლეები

როგორ იყენებენ ქართველი მასწავლებლები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებს STEM-ის გაკვეთილებზე
18-12-2018
-
+


საქართველოს მასშტაბით, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ლექციური ტიპის და დაზეპირებაზე დაფუძნებული გაკვეთილებიდან  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენებაზე გადადიან

აღნიშნული ემილი ბიუდოინის სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მასწავლებლის სახლის ცობით, დადასტურებულია, რომ ამ მიდგომების გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა მიერ სამეცნიერო კონცეფციების შესწავლას და ამასთანავე, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას, რაც მომავალში მიმზიდველი იქნება დამსაქმებლებისთვისაც.

ლაბორატორების მეშვეობით მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა  

ოქტომბრის ერთ სუსხიან დილას, თბილისიდან 80 კმ-ის მოშორებით, ქალაქ გორის მე-5-ე საჯარო სკოლაში, ნანა ქავთარაძის ფიზიკის გაკვეთილზე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ჯგუფებში „გალილეოს ქანქარის“ თემაზე ცდას ატარებდნენ. ცდის ჩატარებამდე, თითოეული ჯგუფი აკეთებდა დაშვებას იმის თაობაზე თუ რა გავლენა ექნებოდა ბურთულის წონას, ძაფის სიგრძეს და რხევის ამპლიტუდას ქანქარის რხევის პერიოდზე. ექსპერიმენტის მსვლელობის დროს კი მოსწავლეები აკვირდებოდნენ, ინიშნავდნენ მაჩვენებლებს, აანალიზებდნენ და ხსნიდნენ მონაცემებს რათა მეცნიერულად აეხსნათ ქანქარას მოძრაობის პრინციპი.

აქვე, დერეფნის ბოლო საკლასო ოთახში, ნათია დარახველიძის მეექვსე კლასის ქიმიის გაკვეთილზე მოსწავლეები ხმაურობდნენ, წინასწარ განსაზღვრული ინტერვალებით ერთიდან მეორე „სასწავლო გაჩერებაზე“ გადადიოდნენ, რათა საყოფაცხოვრებო ნივთიერებებში PH-ის დონე გაეზომათ. ნივთიერებები ხან ლურჯ ხან ვარდისფერ ფერებს იღებდნენ, რაზე დაკვირვებაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა გამოეცნოთ ხსნარი მჟავა იყო, ნეიტრალური თუ ტუტე. დასკვნის სახით კი მოსწავლეები ცდის შედეგებს უზიარებდნენ ერთმანეთს და ინფორმაციის სამეცნიერო ენით გადმოცემაში ვარჯიშობდნენ.

ორივე საკლასო ოთახი სავსე იყო ხმაურით, ენერგიით და მოძრაობით. მოსწავლეები მონაწილეობდნენ ნამდვილ სამეცნიერო პრაქტიკასა და კვლევა-ძიებაზე დაფუძნებულ სწავლებაში - ანუ გარემოში, რომელიც მათ სამეცნიერო ძიების ცენტრში ამყოფებდა.

მასწავლებლების მომზადება სასწავლო პრაქტიკის ცვლილებისთვის

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა. სწორედ იმგვარი მიდგომა, როგორსაც გორის მეხუთე საჯარო სკოლის ლაბორატორიებში ქალბატონი ნანა და ნათია იყენებენ. კვლევებით დადასტურებულია, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული, პრობლემაზე დაფუძნებული და თანამშრომლობითი სწავლება ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, სოციალურ გარემოში სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოიძიონ, გამოიკვლიონ და ამოხსნან პრობლემები, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საბუმებისმეტყველო და საინჟინრო საგნების სწავლის მიმართ მათი მოტივაციის ამაღლებას.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე 40 წელზე მეტია რაც ამ სკოლაში ვასწავლი, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტში მონაწილეობამ მე სწავლების პრაქტიკა შემაცვლევინა“,- ამბობს ქალბატონი ნანა.

„ახლა მასწავლებლები პასიურები ვართ, მოსწავლეები კი აქტიურები გახდნენ. ჩვენ გაკვეთილზე ლიდერის როლიდან ფასილიტატორის როლზე გადავინაცვლეთ“,- თქვა ქალბატონმა ნათიამ. 

ტრადიციული სასწავლო მეთოდებით იზღუდებოდა საკლასო ოთახში პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობა, რადგან მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსი ასეთ პედაგოგიკაზე იყო აგებული. მიუხედავად ასაკის, თითქმის, ოცდაათწლიანი სხვაობისა, პროექტში ჩართვამდე ორივე მასწავლებელი იყენებდა მსგავს, ლექციურ სწავლების მეთოდებს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროფესიული განვითარების მოდელი საკლასო პრაქტიკის საფუძვლიანი და მდგრადი ცვლილების წინაპირობას წარმოადგენს, რადგან მოცემული პროექტი არის სხვადასხვა კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც ხშირად არ არის ხოლმე გათვალისწინებული ფართომასშტაბიან გადამზადების პროექტებში. ეს კომპონენტებია სატრენინგო მასალა საგნების მიხედვით, პირისპირ ტრენინგები, შემდგომი მხარდაჭერა „პროფესიული სასწავლო გაერთიანებების“ მეშვეობით და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. ამასთანავე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აკეთებს ასამდე სკოლის რეაბილიტაციას და ამ სკოლებში ლაბორატორიების მოწყობას, მათ შორის გორის მეხუთე საჯარო სკოლაშიც.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებების (STEM) საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება

მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესის ცენტრში დაყენებამ ხელი შეუწყო საბუნებისმეტყველო საგნებში მათი მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადრეც იგივე მასწავლებელი გვყავდა, გაკვეთილზე ასეთ ცდებს არ ვატარებდით და იშვიათად ვიყენებდით სკოლის ლაბორატორიას“ - ამბობს თამთა გოზალოვი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე - „ახლა კი ჩვენი გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესოა“.

თამთას სხვა მოსწავლეებიც დაეთანხმნენ: „როცა ლაბორატორიაში შევდივართ და მოწყობილობებს ვხედავთ, ყველას ინტერესი გვემატება. გვინდა გავიგოთ როგორ მუშაობს ესა თუ ის მოწყობილობა და ეს ძალიან სახალისო და საინტერესოა“,- თქვა თამაზ კვირიკაშვილმა. ამ ცვლილებებს მასწავლებლებიც ამჩნევენ.

„ახლა უფრო ნათლად ვხედავთ მოსწავლეების ინტერესს გაკვეთილის მიმართ, რადგან ისინი ნამდვილად ჩართულები არიან“ - ამბობს ქალბატონი ნანა. 

„ადრე ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობის დონე დაბალი იყო, ახლა კი მოსწავლეები ამ გაკვეთილებს ხალისით იწყებენ და სურთ თვითონ გააკეთონ რაღაც“.

ქალბატონი ნანა და ნათია მიეკუთვნებიან იმ 14 ათას მასწავლებელს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ინტენსიური გადამზადება გაიარეს. მათი გაკვეთილები შესანიშნავად ადასტურებს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დადებით გავლენას, რაც გულისხმობს ქართველი ახალგაზრდების ისეთი ცოდნითა და უნარებით აღჭურვაში, რომელიც მათ განათლების შემდეგ საფეხურზე გადასვლასა და ეკონომიკაში წვლილის შეტანაში დაეხმარება“,- ნათქვამია სტატიაში.

მასწავლებლის სახლის ცობით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორია პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების მიდგომების ცვლილებას. პროექტი წარმოადგენს პროფესიული განვითარების ინიციატივას და დაფინანსებულია  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ. საჯარო სკოლის 14 000-ზე მეტი მასწავლებლისთვის პრაქტიკული, საგნობრივი გადამზადებით პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო, მათემატიკის, ინგლისურისაა და გეოგრაფიის საგნებში.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რამდენი 0 ქულა დაიწერა ეროვნულებზე - საგნების მიხედვით სტატისტიკა ცნობილია

აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით

განათლების მინისტრი და პრემიერი პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავენ

მასწავლებელთა გამოცდების საბოლოო შედეგებზე NAEC განმარტებას აკეთებს

უნივერსიტეტში  31 700-ზე მეტმა აბიტურიენტი ჩაირიცხა, დაფინანსება 11 600 აპლიკანტი - 2025 წლის ეროვნული გამოცდები

პიროვნება

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

„ჩვენთან გამოცდილი პედაგოგები არიან, არ უჭირთ ბავშვებთან ურთიერთობა“
სკოლები

საჯიჯაოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარჯოზე

​„თქვენი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში“ - მაიდნის საჯარო სკოლა პედაგოგ, ანზორ ჯანგველაძეს ემშვიდობება

 

 

 

სამიქაოს საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის, ანზორ ჯანგველაძის გარდაცვალების გამო 
საინტერესო

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება