სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი ეჭვიანობს - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
17-12-2018
-
+


რატომ ეჭვიანობენ ბავშვები,  რა სახით ვლინდება ის პატარებში და როგორ მოვიქცეთ სირთულეების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხები ბევრი მშობლისთვის საინტერესო და საყურადღებოა.

ხშირად ბავშვის ეჭვიანობას იწვევს სურვილი შეაქოს მშობელმა, რომ იგრძნოს მისი სიყვარული, ხშირად ეჭვიანობა ახასიათებთ დედისერთა ან პირველ ბავშვებს, რადგან ისინი მიჩვეული არიან მარტო ყოფნას და მშობლების მთელი ყურადღების მიღებას. მათ უჭირთ „გაუნაწილონ“ ეს ყურადღება სხვას.

სპეციალისტები ამ პრობლემასთან ბრძოლის რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ:

  •   ხშირად ეჭვიანი ბავშვები დარწმუნებულები არიან რომ ისინი არავის არ მოსწონს. მშობლებმა უნდა განუმტკიცოს ბავშვს საკუთარი თავის რწმენა. აღნიშნეთ მისი ღირსებები და მიღწევები, არ გააკეთოთ აქცენტი ნაკლოვანებებსა და ცუდ საქციელზე.

  •   არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს. არ გაუსვათ ხაზი მათ სხვაობას, ამით გაართულებთ სიტუაციას და უბიძგებთ მათ შეეჯიბრონ ერთმანეთს. გახსოვდეთ : რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს.

  •   „დიდმა და ძლიერმა უნდა დაუთმოს პატარას და სუსტს“ - ეს ყველაზე არასწორი მიდგომაა, რომელიც ეჭვიანობას და აგრესიას იწვევს ბავშვებში.

  •   თუ თქვენ რამდენიმე შვილი გყავთ, თითოეულ მათგანს დაუთმეთ თანაბარი დრო და სიყვარული. შეაქეთ ყველა ერთ დონეზე.

  •   არ დასაჯოთ ბავშვი ეჭვიანობის გამო. ეს იქნება მისთვის სიგნალი, რომ ეჭვიანობა არ შეიძლება (ანუ მის გრძნობებს არავინ არ იღებს და ითვალისწინებს) და ამის გამო კიდევ უფრო გაუჭირდება.

  •   თუ ბავშვს არ მისცემთ ეჭვიანობის გამოხატვის საშუალებას, ეცდება არ გამოხატოს ეს გრძნობა, რაც უფრო გაართულებს სიტუაციას.

  •   აუცილებელია შვილების წარმატებების საჯაროდ აღიარება. არ შეიძლება მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება.

სპეციალისტები გვირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ბავშვს, როცა ის ეჭვიანობს. რადგან ბავშვური ეჭვიანობის იგნორირება, მისი თვითდინებაზე მიშვება იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისით გაივლის, არ იქნება გამართლებული. 

თუ ჩვენ ადრეულ ასაკში არ დავეხმარებით ბავშვს ეჭვიანობის გრძნობის დაძლევაში, დიდი ალბათობით, მომავალში ის მისი ხასიათის თვისება გახდება და საბოლოოდ ეჭვიან ადამიანად ჩამოყალიბდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება