სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ, ეტალონი

''ეტალონის'' პირველი მონაწილის ემოციური წერილი - რას იხსენებს დიმიტრი კურტანიძე
07-02-2017
-
+


დიმიტრი კურტანიძე პროექტ ,,ეტალონის“ ერთერთი პირველი მონაწილეა. მას შემდეგ 11 წელი გავიდა. ახლა დიმიტრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობს. რა გავლენა მოახდინა მასზე ,,ეტალონმა’’ და როგორ ემზადებოდა პროექტში მონაწილეობისთვის. Etaloni.ge-სთან საუბრისას ხაშურის N1სკოლის კურსდამთავრებული, დიმიტრი კურტანიძე აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეობამ მეტად ხარისხიანი და პროდუქტიული გახადა მისი სწავლა.


1. დიმიტრი, თქვენ ''ეტალონის“ პირველ გადაცემაში მონაწილეობდით. თუ შეიძლება გაიხსენეთ თქვენი განცდები და შთაბეჭდილებები.

- ''ეტალონის'' შესახებ გაზეთ ''გზის'' მეშვეობით შევიტყვე. გაზეთში გამოცემული კითხვარი უნდა შეგევსო, თუ სამ შეცდომაზე ნაკლები არ გექნებოდა, ბუკლეტი დოლურაში მოხვდებოდა. ტელეკომპანია ''მზის'' პირდაპირ ეთერში ხდებოდა სწორი პასუხის მქონე მოსწავლეების შერჩევა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მჯერა იღბლის, მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვები იყო და მეც დიდი მონდომებით შევუდექი კითხვებზე პასუხების გაცემას. რამდენიმე შეკითხვა არ მახსოვდა, სახელმძღვანელოებში დავიწყე მოძიება და გავგზავნე საფოსტო ყუთის მეშვეობით. დადგა დრო, როდესაც დოლურიდან სწორის პასუხების მქონე ათი მოსწავლის ბუკლეტი უნდა ამოეღოთ. ოჯახის უკლებლივ ყველა წევრი დავსხედით ტელევიზორის წინ და ველოდებოდით სატელევიზიო შოუში მოსახვედრი მოსწავლეების გამოვლენის პროცესს. რომ შევხედე დოლურაში ძალიან ბევრი ბუკლეტი იყო, იმედი გადამეწურა, მაგრამ მესამე ბუკლეტის ამოღებისას, როდესაც წამყვანმა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადა, ყველამ ერთხმად წამოვიყვირეთ. მაშინვე ყველა მეგობარს, ყველა ადამიანს, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა გავაგებინე, რომ ''ეტალონის'' მთავარ გადაცემაში უნდა ვყოფილიყავი სხვა ცხრა მოსწავლესთან ერთად. ძალიან მეამაყებოდა გადაცემაში მონაწილეობა.  

გადმოვიღე ძველი სახელმძღვანელოები და ყველას თავიდან წაკითხვა დავიწყე, რადგან წინ ხომ მთავარი კითხვები მელოდა?! თან თუ სწორად მახსოვს, გამარჯვებულ მოსწავლეს ყოველთვიური 50 ლარიანი სტიპენდია ენიშნებოდა, ესეც დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის და ყველა იქ მყოფისთვის. გადაცემის ჩაწერის დროს ძალიან ვნერვიულობდი იმას, რომ ძალიან ბევრ ხალხს უნდა ვენახე, არ მინდოდა ცუდად გამოვსულიყავი. ნერვიულობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და ისე წარმატებით ვერ გამოვედი, როგორც მოველოდი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით და იმის სურვილით დავბრუნდი შინ, რომ კვლავ გამეგრძელებინა კარგად სწავლა, კითხვარების შევსება და აუცილებლად მოვხვდებოდი და უფრო წარმატებით მოვახერხებდი ასპარეზობას.

2. რა გავლენა მოახდინა თქვენზე ''ეტალონში'' მონაწილეობამ?

''ეტალონში'' მონაწილეობამ მეტად ხარისხიანი და პროდუქტიული გახადა ჩემი სწავლა. თითოეულმა დეტალმა და სახელმძღვანელოში გადმოცემულმა ინფორმაციამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა და ხშირად გადამეთვალიერებინა უკვე გავლილი გაკვეთილი, რომ არ დამვიწყებოდა, რადგან მე ხომ ისევ ''ეტალონში'' ''ტრიუმფით'' მისვლისთვის ვემზადებოდი. ''ეტალონი'' მოსწავლეებისთვის დამატებითი სტიმულისა და მოტივაციის საშუალებაა. ძალიან მწყდება გული, რომ ''ეტალონს'' ტელევიზიით ვეღარ ვხედავ.  იგი არ არის უბრალოდ ვიქტორინა, რადგან თითოეული იქ მოხვედრილი მოსწავლე, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტ წიგნს წაიკითხავს, ბევრად მეტად შეძლებს საკუთარი თავის გადამოწმებას და უფრო პროდუქტიულად სწავლის გაგრძელებას. ჩემი, როგორც ყოფილი ''ეტალონელის'', მხარდაჭერა და გვერდში დგომა ამ პროექტს.''


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება