სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სანამ 2019 წელი დადგება - კითხვები საკუთარი თავისთვის
23-12-2018
-
+


2018 წლის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ამ დროის მანძილზე ადამიანები განვლილ წელს აჯამებენ და საკუთარ თავს და ირგვლივ მოვლენებს აფასებენ. 2019 წლამდე დარჩენილი ეს სამი კვირა ამ პროცესისთვის საუკეთესოა და რა თქმა უნდა, დროს არავინ კარგავს. 

მანამ, სანამ სოციალური ქსელი 2018 წლის შემაჯამებელი პოსტებით დაიხუნძლება და ხაზებიც დაიტვირთება, etaloni.ge გთავაზობთ იმ სავარაუდო კითხვებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. 

1.რომელ პერიოდს გამოვარჩევდი 2018 წელს ყველაზე მეტად? 

2.რომელი პერიოდის გახსენება არ მინდა და რატომ? რამეს ხომ არ შევცვლიდი ამ პერიოდში რომ დაბრუნება შემეძლოს? 

3.როგორ განვითარდა ჩემი ცხოვრება ამ დროის მანძილზე? 

4.რა მასწავლა 2018-მა? 

5.რა მასწავლა ამ წელს მიღებულმა გამოცდილებამ? 

6.ვარ თუ არა სამსახურში ბედნიერი? 

7.მინდა თუ არა სწავლა და პროფესიული განვითარება, თუ მხოლოდ პიროვნულითაც კმაყოფილი ვარ? 

8.რომელ შეცდომებზე ვისწავლე ცხოვრება? 

9.ბედნიერი ადამიანი ვარ? 

10.რა ცვლილებები მჭირდება, რომ უფრო ბედნიერი ვიყო? 

11.მჯერა საკუთარი თავის? რა მჭირდება ამ წელს, რომ საკუთარი თავის მჯეროდეს? 

12.რა წარმატებებს მივაღწიე და როგორ? 

13.რა ცვლილებები მჭირდება იმისთვის, რომ უკეთესი ადამიანი ვიყო? 

14.რას მივაქცევ ყურადღებას 2019-ში ყველაზე მეტად?

15.როგორი მინდა რომ იყოს 2019, რათა მე თავი მნიშვნელოვან ადამიანად ვიგრძნო? 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება