| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''კასპის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს კასპს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი კასპის N2 სკოლაში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში კასპის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე, კასპის N2 სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე, რესურსცენტრის წარმომადგენელი ლია რეხვიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს რეგიონებს და ხვდებიან ადგილობრივ აბიტურიენტებს.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''კასპის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.











„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
პატარებმა შექმნეს ლამაზი ნამუშევრები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა