სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საშობაო რეკლამები - ყველაზე ემოციური, ნოსტალგიური და შთამბეჭდავი
22-12-2018
-
+


წითლად შეფერილი სატვირთო მანქანები, თოვლი, სანტა-კლაუსები და უბრალოდ საოცარი მუსიკა - ეს სწორედ ის რეკლამაა, რომლითაც იწყებოდა ბევრი ჩვენგანისთვის ახალი წელი. 

კოკა-კოლას ამ რეკლამის შემდეგ ძალიან ბევრი კომერციული ვიდეოკლიპი გამოვიდა, რომლებიც ნამდვილად ქმნიან საახალწლო განწყობას. მსოფლიოში ცნობილი ბრენდები ცდილობენ თავიანთ მომხმარებლებს ემოციური რეკლამებითა და მუსიკით დაამახსოვრონ თავი და ამით მყიდველი მოიზიდონ. უმრავლეს შემთხვევაში, ეს მათ ძალიან კარგად გამოსდით.  

ჯონ ლევისი, ეფლი, ედეკა, მაკდონალდსი, იკეა - ეს სწორედ ის ბრენდებია, რომლებსაც არასდროს „ეზარებათ“ მომხმარებლის გულის მოგება და ჯადოსნური ღამის მართლაც რომ ჯადოსნურად გადაქცევა. 

მოდით, etaloni.ge-სთან ერთად გავიხსენოთ ჩვენთვის საყვარელი საშობაო რეკლამები და ვნახოთ, როგორი საახალწლო რეკლამები შემოგვთავაზეს წელს ბრენდებმა. 


1. კოკა-კოლას „ძველი“ რეკლამა - ის, რისი დანახვაც ყველას ძალიან გვიხარია ტელეეკრანებზე



2. „ჯონ ლევისის“ 2016 წლის ამ საშობაო ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა. ვიდეოს მთავარი გმირი ძაღლი ბასტერი და 6 წლის გოგონაა, ასევე მაჩვი, ციყვი და 2 მელა. კლიპი სავსეა ემოციური მომენტებით და ნამდვილად ღირს, რომ ნახოთ 



3. 2018 წლის საშობაო ვიდეოკლიპი კი „ჯონ ლევისმა“ ბიჭსა და პიანონოს მიუძღვნა... 



4. „როგორ უნდა შექმნა ჯადოსნური სამყარო და როგორ უნდა გაუზიარო ის სხვას?“ - ეფლის საშობაო კლიპი 



5. „იკეამ“ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შთაბერა და ასე მიულოცა მომხმარებლებს ახალი წელი



6. „ძაღლის სურვილი“ - ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Lincoln Motor Company, რომელიც Ford Motor Company-ის შვილობილი კომპანიაა თავისი კლიპი ყველაზე ერთგულ შინაურ ცხოველებს მიუძღვნა, რომლებიც ჩვენზე არანაკლებ ელიან ახალ წელს 



7. „საშობაო სასწაული სამეზობლოში“ - ვიდეორგოლი მათთვის, ვისაც სხვების დასაჩუქრება ბედნიერებას ანიჭებს. კლიპი ლატარიის კომპანია California Lottery-ის დაკვეთით შეიქმნა 




8. „შობა აქაა“ - მაკდონალდსის საშობაო რეკლამა 



9. კოკა-კოლას 2018 წლის საშობაო კლიპი - რითიც დავიწყეთ... 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება