სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყველაზე თამამი და მამოტივირებელი „ეტალონი“ საყვარელ აბაშას სტუმრობს
06-12-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, ამჯერად, „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით აბაშის კულტურის სახლში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაიშვილი, აბაშის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი მანანა ჯღარკავა, საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის აბაშის ეტალონ მოსწავლეს“, მარინა კუპრავას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ აბაშის N1 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
 
აბაშის გამორჩეულ ახალგაზრდობას მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ამხნევებს. საუკეთესო შედეგების მქონე 9 მოსწავლეს კი მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიასგან სიმბოლური საჩუქრები, წიგნები გადაეცემათ. 

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებენ: გოგონათა კვინტეტი - პოპური კინოფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“, მერაბ ჭანტურია - „ცოტა კიდევ მოითმინე გულო“ და საბა ჯანელიძე - „მუხამბაზი თბილისს.“

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „აბაშის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება