სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში „კუბიკ-რუბიკში“ ჩემპიონატი გაიმართა
04-12-2018
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მე-5ა კლასის მოსწავლეების - იესე ჯანგავაძის, ლაზარე მხეიძის და მიქაელ ტურაბელიძის თაოსნობით „კუბიკ-რუბიკში“ ჩემპიონატი გაიმართა. 

ჩემპიონატის პირველ სეზონში IV-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი „კუბიკ-რუბიკის“ სამ სახეობაში - „პირამიქსი“, „თვისტი“ და „3*3“ ჩატარდა. 

პირველი სეზონის გამარჯვებულები არიან: 

1. საბა ჯინჭველაშვილი - მე-5ე კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ქეთევან ჯავახაძე) - 1-ლი ადგილი;

2. იესე ჯანგავაძე - მე-5ა კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ქეთევან გოცირიძე) 1-ლი ადგილი;

3. ანა ხურციძე - მე-8გ კლასის მოსწავლე (დამრიგებელი მაია როხვაძე) 1-ლი ადგილი;

4. ოთო ლაღიძე -მე-5გ კლასი (დამრიგებელი მაია მორჩაძე) მე-2 ადგილი;

მოსწავლეების თქმით, თამაში აზარტული და კონკურენტუნარიანი იყო. 

ღონისძიების ბოლოს, ჩემპიონატის მონაწილე მოსწავლეებმა თანაკლასელებს და დამსწრე საზოგადოებას გულწრფელი გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლა გამარჯვებულებს გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და სკოლის ადმინისტრატორს ანა კახიძეს საინტერესო იდეის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება