სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რატომ იტყუებიან ბავშვები და როგორ მოვიქცეთ, რომ ის მეტად გულახდილი იყოს ჩვენთან - რჩევები მშობლებს
19-12-2018
-
+


მშობლებსა და ბავშვებს შორის გაუცხოების პრობლემა ხშირად იჩენს ხოლმე თავს. სად არის გამოსავალი - რატომ იტყუებიან ბავშვები მშობლებთან და როგორ შევძლოთ იყოს ჩვენი შვილი მეტად გულწრფელი ჩვენთან, ამ საკითხებზე სპეციალისტების რჩევებს ქვემოთ გაეცნობით.

ტყუილის თქმა და არაგულწრფელობა ბავშვებს, მშობლებთან ურთიერთობისას, არც თუ იშვიათად ახასიათებთ. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ე.წ. ჯანსაღი ტყუილი, რომელიც ბავშვის განვითარების ნაწილია. ბავშვები ასეთი ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან (დაახლოებით 2 წლიდან) იწყებენ და ამაში დიდ როლს ბავშვური ფანტაზია და წარმოსახვა თამაშობს. 

განსხვავებულ სურათს ვაწყდებით მოზარდობის ასაკში, როდესაც ბავშვები არა „შემთხვევით“, არამედ გამიზნულად ამბობენ უარს თქვან სიმართლე - ცდილობენ, რეალობა ტყუილებით დაფარონ, ან უბრალოდ თავი აარიდონ მათთვის არასასურველ თემებზე გულწრფელად საუბარს. 

არსებობს მეთოდები და ის გამოსავალი გზები, რომლითაც შეძლებთ ბავშვმა მეტი გულწრფელობა გამოიჩინოს თქვენთან საუბრისას. ამ გზების პოვნა კი ბავშვის ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოთ, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვის გაუცხოება თქვენს მიმართ და მინიმუმამდე დაიყვანოთ ტყუილების რაოდენობა. 

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

  • ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ უპირველესი „ფორმულა“ არის თავად იყოთ გულწრფელი ბავშვთან. გამოიჩინეთ მეგობრულობა და ეცადეთ, გახდეთ მისი თანატოლი, როდესაც ის ისეთ საკითხებზე იწყებს საუბარს, რომელზე საუბარი არც ისე მარტივია მისთვის. იქნება ეს დაშვებული შეცდომის აღიარება თუ სხვა;

  • ეცადეთ იყოთ თავშეკავებული, როცა აღმოაჩენთ რომ თქვენი შვილი ცდილობს მოგატყუოთ, არ გქონდეთ მეტისმეტად მწვავე რეაქცია და იყოთ მეტად გამგები და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომ ბავშვი ამბობდეს ტყუილს. გაითვალისწინეთ მისი ასაკი, განვითარებისა და ტყუილის გაცნობიერების დონე, დაანახეთ მას ტყუილის გარეშე პრობლემის მოგვარების გზები;

  • ფსიქოლოგების აზრით, უმნიშვნელოვანესია მშობლის როლი მაშინ, როდესაც არსებობს ბავშვის მიერ ტყუილის თქმის წინაპირობა. თუ თქვენთვის უკვე ცნობილია არსებული რეალობა, ზედმეტი შეკითხვების დასმით ნუ უბიძგებთ მას ტყუილისაკენ. უთხარით, რომ თქვენ ინფორმაცია უკვე გაქვთ და შეგიძლიათ მასთან ერთად მოძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზები; 

  • სპეციალისტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობის წახალისება – მშობელმა მუდმივად უნდა გაუსვას ხაზი გულწრფელობის მნიშვნელობას და წაახალისოს ბავშვის მიერ სიმართლის თქმა, მაშინაც კი თუ ის არასასურველია. თუ სიმართლის თქმას მოჰყვება მშობლის მხრიდან გაბრაზება, დასჯა, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ტყუილის თქმას ამჯობინებს საკუთარი შეცდომისა თუ მარცხის გულწრფელად აღიარებას, რათა თავიდან აიცილოს მშობლის მხრიდან ნეგატიური ქმედებები.

არ დაგავიწყდეთ, ბავშვი გულახდილია მაშინ, როდესაც: 

• ის ენდობა მშობელს - იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან, მხარში ამოუდგებიან;

• არ ეშინია მათი რისხვის ან დასჯის და დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაამცირებენ, როგორც პიროვნებას. იმსჯელებენ არა მასზე, არამედ მის საქციელზე, რომელიც უნდა გამოსწორდეს;

• ბავშვი დარწმუნებულია, რომ უფროსები მის მხარეს არიან - იცის, რომ დასჯის შემთხვევაშიც დასჯა იქნება სამართლიანი, რადგან ბავშვებს სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვთ განვითარებული.

მაშ ასე, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზები მშობლებმა სწორედ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. 

ჩაუნერგეთ ბავშვს, რომ გულწრფელობის შემთხვევაში არ იქნებით სასტიკი და მკაცრი და  მას ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი იმედი ქონდეს.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება