სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, წიგნები

ქართული წიგნები - რას ვკითხულობდით მთელი წლის მანძილზე
31-12-2018
-
+


2018 წელი ლიტერატურის მოყვარულთათვის საინტერესო სიახლეებითა და ამაღელვებელი ისტორიებით სავსე გამოდგა. განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა ეს წელი ქართული ლიტერატურისა და მწერლებისთვის, რადგან საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ერთი კვირით ფრანკფურტს სტუმრობდა. გარდა ამისა, ამ წელს გამოიცა, დაიბეჭდა და ითარგმნა უცხოელი თუ ქართველი ავტორების ის წიგნები, რომელთაც მკითხველი დიდი ხნის მანძილზე ელოდა. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, etaloni.ge გთავაზობთ ქართველი ავტორების იმ წიგნების მოკლე მიმოხილვას, რომლებიც ყველაზე მეტად იკითხებოდა 2018-ში და რომლებმაც ქართველი მკითხველის გული გამოცემისთანავე მოიგეს. 

1. თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“ - ქართველი რეჟისორის სადებიუტო, სათავგადასავლო რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ბაბლუანმა რომანი 2015 წელს დაწერა და მასში აღწერილია ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი, რომელიც საკუთარი უდანაშულობის დამტკიცებას ცდილობს. 

2. გიორგი გურჯიევის „ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი როცა „მე ვარ“ - ფილოსოფიური იდეოლოგიებით განმსჭვალული წიგნი გურჯიევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია. ავტორი ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია. იგი 1877 წელს ალექსანდროპოლში დაიბადა და მთელი ცხოვრება აგროვებდა ცოდნას, რომელიც მისი აზრით აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მის  ცხოვრებას აზრი და სინამდვილე შეეძინა.  წიგნი გერმანულიდან ცნობილმა გერმანისტმა და მთარგმნელმა ლაშა დადიანმა თარგმნა. 

3. ლაშა ბუღაძის „პატარა ქვეყანა“ - „პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია. მასში მოთხრობილია თავად ავტორისა და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. მიუხედავად ამისა, წიგნი არც ავტობიოგრაფიაა და არც დოკუმენტური პროზა. რომანის წაკითხვა მრავალგვარად შეიძლება, ისევე როგორც მისი სათაურის სხვადასხვანაირად აღქმა. „პატარა ქვეყანა“ 2018 წლის ლიტერატურული პერმია „საბას“ გამარჯვებულია ნომინაციაში „საუკეთესო რომანი“. 

4. დათო გორგილაძის „ღმერთი სამსახურშია“ - მართალია, წიგნი 2018 წლის მიწურულს გამოიცა, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართველი მკითხველის გული უკვე მოიგო. წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ. 

ამის გარდა, გამოვლინდა ის ქართული წიგნები, რომლებიც წლის მანძილზე ყველაზე მეტად იკითხებოდა. სია მკითხველთა სოციალური ქსელის, Goodreads.com-სი მიხედვით შევადგინეთ და ასე გამოიყურება: 

1. ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ 

2. სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ 

3. მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ 

4. დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ 

5. არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ 

6. გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ 

7. კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 

8. ზურა აბაშიძის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ 

9-10. დავით გაბუნიას „დაშლა“ 

9-10. ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ 

11. გურამ მაცხონაშვილის „გლდანი [შეუძლებელი რომანი]“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება