სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავად გააცილეს
29-11-2018
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, პროექტი „შემოდგომა 2018“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს - საშემოდგომო თემაზე აპლიკაციები დაამზადეს, „სურვილების ფოთლებით“ სეზონური ხე მორთეს  და შთაბეჭდილებების გამოფენა-პრეზენტაცია გამართეს. 
 
პროექტის დასასრულს კი მოაწყეს გასვლითი გაკვეთილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას ასახავს. 

მოსწავლეები გიდის დახმარებით საქართველოს კუთხურ თავისებურებებს და არქიტექტურას გაეცნენ. შემდეგ კი კუს ტბაზე გაისეირნეს და მიმდინარე სეზონურ ცვლილებებს და გარემოში გაგნების ბუნებრივ მანიშნებლებს დააკვირდნენ. მეოთხეკლასელებმა ასევე ივარჯიშეს და ერთმანეთს მძლეოსნობაში შეეჯიბრნენ. ბოლოს კი, სუფთა ჰაერზე პიკნიკი მოაწყეს.

„ასე შთამბეჭდავად გააცილეს შემოდგომა მეოთხეკლასელებმა და კიდევ ერთი ლამაზი სასკოლო წარმატების ფურცელი შეავსეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აპელაციები დაიწყო - იხილეთ საპრეტენზიო განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქცია

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება