სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვებინარების ციკლი იწყება მათთვის, ვინც ფიზიკაში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარებას გეგმავს
19-11-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, იწყება საკონსულტაციო ვებინარების - ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციების  ციკლი მათთვის, ვინც გეგმავს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარებას ფიზიკაში.

ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება ფიზიკის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ვებინარში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა.

ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციებზე ჩართვის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე.

რეგისტრაცია დასრულდება 20 ნოემბერს, ხოლო დარეგისტრირებულ მსმენელებს ვებინარის ბმული და ჩართვის ინსტრუქცია  გაეგზავნებათ. 

პირველი ვებინარი მიმდინარე წლის 22 ნოემბერს 15:00 საათზე ჩატარდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვებინარის ჩატარების საჭიროება გაოიწვია იმან, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის მომზადებაში დასახმარებლად ტარდება სხვადსხვა სახის რამდენიმედღიანი საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ნაწილი პედაგოგებისა ვერ ახერხებს დასწრებას, რადგან ზოგიერთ რეგიონებში მონაწილეთა სიმცირის გამო ვერ დგება ჯგუფები; ვერ ახერხებენ ჩასვლას ტრენინგის ჩატარების ადგილებში ტრანსპორტისა და სხვა პრობლემების გამო და ა.შ.

ვებინარებს გაუძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფიზიკის სპეციალისტი, ფიზიკის დოქტორი ზურაბ ბერია.

განხილული იქნება ის პრობლემური საკითხები/ამოცანები, რომლებიც გამოცდების ეროვნული ცენტრის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით გამოიკვეთა. ვებინარები იქნება ინტერაქტიული, მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება. მონაწილეებს ვებინარებს შორის პერიოდში გაეგზავნებათ დავალებები. ის დავალებები, რომლის შესრულებაც მონაწილეებს განსაკუთრებით გაუძნელდებათ, გაირჩევა ვებინარებზე.

ვებინარებს შორის პერიოდში გაეგზავნებათ დავალებები, რომლებსაც შეასრულებენ, მათგან პრობლემურები კი გაირჩევა ვებინარებზე.

ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციებს ციკლური ხასიათი ექნება და ჩატარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. ვებინარების გარდა არდადეგების და წინასაგამოცდო პერიოდში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები მონაწილეებთან.

ასევე იხილეთ:  საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდება

ბიოლოგიის პედაგოგებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისთვის ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაციების ციკლი იწყება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება