სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის ფსიქოლოგები სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლებას ითხოვენ
18-10-2018
-
+


"კვლავ საშტატო გახდეს სკოლაში ფსიქოლოგის პოზიცია; ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე პირებს მიეცეთ სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლება" -  ამ და სხვა მოთხოვნების შესრულებას სკოლის ფსიქოლოგები საქართველოს პარლამენტსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მოითხოვენ.

აღნიშნული მიზნით მათ პეტიცია შექმნეს, რომელსაც ხელი 700-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. Etaloni.ge სკოლის ფსიქოლოგების მიერ გამოქვეყნებულ პეტიციას  უცვლელად გთავაზობთ.

„ინკლუზიური განათლება საქართველოს სკოლებში რამდენიმე წელია, რაც დაინერგა  და მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადი (შემდეგ უკვე სკოლამდელი და პროფესიული) განათლების დონეზე. სკოლებში ინკლუზიური განათლების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, მისი შექმნის დღიდან, ეკისრებოდათ  ფსიქოლოგებსა და სპეციალურ მასწავლებლებს (მათი უმრავლესობა პროფესიით ასევე ფსიქოლოგია), რომლებიც რესურს-ოთახში, საკლასო ოთახებში თუ ინტეგრირებულ კლასებში (რომელებიც აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს) მუშაობდნენ სსსმ მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებაზე.

საჭიროების შემთხვევაში სკოლას შეეძლო აეყვანა ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ან ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომლებიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაში.  უნდა აღინიშნოს რომ სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული ყველა სპეციალისტს, მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა,  ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება უწევდა. სპეციალისტების ანაზღაურება განისაზღვრებოდა თვეში 280 ლარით (ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებისთვის 360 ლარით).

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზე:

სპეციალური მასწავლებლებისთვის ამუშავდა სქემა, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება გაიზარდა (2018 წლის 17 სექტემბრიდან). თუმცა მოცემულ სქემაში არ ჩართულან სკოლის ფსიქოლოგები, ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლები და ფსიქოლოგები, ინკლუზიურ განათლებაზე პასუხისმგებელი სხვა სპეციალისტები ( პირადი ასისტენტი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა), შესაბამისად, მათი ხელფასი არ გაზრდილა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სპეც. მასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და სხვა სპეციალისტებს ფაქტობრივად ერთი და იმავე საქმის შესრულება უწევთ, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სხვადასხვა ოდენობით ანაზღაურება უსამართლობაა.

სპეციალურ მასწავლებლად მუშაობას შეძლებს მხოლოდ პედაგოგიური განათლების მქონე პირი (2018 წლის 1 ოქტომბრიდან), ფსიქოლოგის განათლების მქონე პირს კი აღარ ექნება სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონე პირთა რაოდენობა საქართველოში ძალიან მცირეა, საჭიროება კი გაცილებით მეტი, გამოდის, რომ ამიერიდან სპეციალურ პედაგოგებად იმუშავებენ საგნის პედაგოგის კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებსაც არა აქვთ სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მიმღებლობა სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან მუშაობისთვის. არასწორია, რომ პედაგოგიური განათლების მქონე პირს ფსიქოლოგიური განათლების მქონე პირზე მეტი კომპეტენცია აქვს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის.

სკოლაში ფსიქოლოგის პოზიცია გახდა შტატგარეშე. შესაბამისად, სკოლაში ფსიქოლოგის აყვანა ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. სავარაუდოა, რომ სკოლის დირექტორთა უმრავლესობა არ ჩათვლის საჭიროდ სკოლის ბიუჯეტიდან ხარჯები გამოყოს ფსიქოლოგის ხელფასის ანაზღაურებაზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები უარყოფითად აისახება ინკლუზიური განათლების (და ზოგადად განათლების) სისტემაზე.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ:

კვლავ საშტატო გახდეს სკოლაში ფსიქოლოგის პოზიცია;

ფსიქოლოგების, ინტეგრირებული კლასის სპეციალური მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტების ხელფასი გაუთანაბრდეს სპეციალური მასწავლებლების ხელფასს;

ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე პირებს მიეცეთ სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის უფლება (მათი სურვილის შემთხვევაში).

ასევე, სკოლაში ინკლუზიური განათლების უკეთესი ფუნქციონირებისთვის მოვითხოვთ, რომ ეტაპობრივად განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

საჭიროების შემთხვევაში (რასაც შეაფასებს მულტიდისციპლინარული გუნდი), სკოლა ვალდებული იყოს, დაამატოს მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტის შტატი;

ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტისთვის შემუშავდეს ცალკე სქემა/სქემები მათი სამუშაოს სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით. ასევე სამუშაო გამოცდილების დაანგარიშებისას გათვალისწინებული იყოს მათი არა მხოლოდ სკოლაში მუშაობის წლები, არამედ ნებისმიერ დაწესებულებაში სპეციალური საჭიროების მქონდე ბავშვებთან/მოზარდებთან აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის წლები;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ იზრუნოს აღნიშნული პროფესიების (ლოგოპედის ოკუპაციური თერაპევტის და პერსონალური ასისტენტის) პოპულარიზაციაზე და ხელი შეუწყოს შესაბამის კადრთა გადამზადებას, რათა რეალურად შესაძლებელი გახდეს სკოლებში  ამ პოზიციებზე კვალიფიციური კადრის მიღება.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

საჯარო და სკერძო სკოლების სია, რომლებშიც მოსწავლეებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლა შეუძლიათ

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების შემოქმედებით გზავნილებს, დარწმუნებული ვართ, სასიკეთო შედეგები ექნება“

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება