სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

მშობლების საყურადღებოდ: როგორ უნდა მოვათავსოთ მცირეწლოვანი ავტომობილში და რა შემთხვევაში ირღვევა კანონი
17-10-2018
-
+


საქართველოში მცირეწლოვანის ტრანსპორტით გადაადგილებას საქართველოს კანონმდებლობა არცთუ ისე ეფექტურად არეგულირებს. კერძოდ, 3 წლამდე მოზარდის ავტომობილით მგზავრობისას აუცილებელია ის სპეციალურ სავარძელში იყოს მოთავსებული, თუმცა თუ მას 15 წლის ზემოთ პირი კალთაში ჩაისვამს, სავარძელი სავალდებულო აღარ არის. ასევე, 12 წლამდე მოზარდი მანქანის უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს, თუმცა კანონმდებლობაში მითითებული არ არის, რომ მას ღვედი უნდა ეკეთოს. 

ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-სთან  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო მოძრაობისთვის“ დირექტორმა ირაკლი მერებაშვილმა ისაუბრეს. 

ეკა ლალიაშვილის განმარტებით, აუცილებელია მცირეწლოვნებისთვის ავტომობილით მგზავრობისას სპეციალური სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდეს. 

Etaloni.ge: რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როცა ავტომობილით მცირეწლოვანთან ერთად მგზავრობს?

ეკა ლალიაშვილი: საქართველოს კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ 12 წლამდე ბავშვი წინა სავარძელზე არ უნდა დავსვათ, ხოლო 3 წლამდე ბავშვი უკანა სავარძელზე სპეციალური ეტლით უნდა მოვათავსოთ. თუმცა სასურველია, რომ 12 წლამდე ბავშვსაც ავტომობილით მგზავრობისას  ჰქონდეს თავისი სამგზავრო სავარძელი, ასამაღლებელი ანუ ე.წ. „ბუსტერი“ ან ღვედი - ასაკისა და წონის მიხედვით. ყველა სავარძელს აქვს წარწერა თუ რა წონისა და ზომის ბავშვისთვისაა გათვლილი. შესაბამისად, მშობელმა შერჩევისას ეს უნდა გაითვალისწინოს. აუცილებელია ასევე, რომ ეს სავარძელი ავტომობილში დამაგრებული იყოს (ღვედებით თუ სხვაგვარად) და უბრალოდ არ იდოს. რიგ შემთხვევაში მშობლები ავტომობილის უკანა სავარძელში ეტლს მხოლოდ დგამენ, რაც მას მნიშვნელობას უკარგავს. 

- რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მოთავსებული 12 წლამდე ბავშვი ავტომობილის წინა სავარძელზე?

- გამონაკლისია ორკარიანი ავტომობილი, რა დროსაც წინა სავარძელზე მონტაჟდება ბავშვის სკამი, თუმცა ამ დროს აუცილებელია ავტომობილში საჰაერო ბალიში გათიშული იყოს, რადგან მისი გახსნის შემთხვევაში შესაძლოა ფატალური შედეგიც კი დადგეს. 

- თუ მშობელს კონკრეტულ მომენტში სავარძელი არ აქვს, როგორ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ავტომობილით უსაფრთხოდ გადაყვანა?

- ამ დროს შესაძლებელია დიდი ღვედით დავამაგროთ ბავშვი (კვლავ უკანა სავარძელში), მაგრამ სასურველია თან გვქონდეს ე.წ. „ბუსტერი“ (ასამაღლებელი), რომელიც დაახლოებით 40 ლარი ღირს და ბავშვის სავარძელზე სწორად განთავსებას უზრუნველყოფს. ასამაღლებლის დახმარებით დიდი ღვედი ბავშვის ყელთან აღარ ხვდება და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებებს ანეიტრალებს. 

ე.წ. "ბუსტერი" (ასამაღლებელი)

- კიდევ რა შეზღუდვები გვხდება საქართველოს კანონმდებლობაში ბავშვის უსაფრთხოდ მგზავრობასთან დაკავშირებით?

- ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს მითითებული კანონმდებლობაში, რომ 12 წლამდე ბავშვი ავტომობილის უკანა სავარძელზე უნდა მოვათავსოთ. დანარჩენი, პრაქტიკულად არაფერი არ გვაქვს დარეგულირებული და თუ სურს მშობელს, სავარძლის გარეშე ჩასვამს ბავშვს, ან ღვედს არ გაუკეთებს და ა.შ. სწორედ ამიტომ, ამ საკითხზე პარლამენტთან ვმუშაობთ, რომ ბავშვის წონისა და ზომის მიხედვით სავარძელი სავალდებულო იყოს.

- რა სახის ჯარიმა არსებობს კანონდამრღვევი მშობლისთვის?

- ეს არის ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც გადასახდელად 40 ლარს, ხოლო მძღოლის მართვის მოწმობის ჩანაწერში - 20 ქულას მოიცავს. 

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასთან დაკავშირებით თუ არსებობს გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვები? 

- ჩვენთან კანონში რატომღაც არ არის მითითებული, რომ უკანა სავარძელში მჯდომ მგზავრსაც უნდა ეკეთოს ღვედი. ეს ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. მაგალითად, შეიძლება ვნახოთ კერძო სკოლის კარგად აღჭურვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ბავშვებს ღვედი არ უკეთიათ. ეს რეალურად დიდი პრობლემაა, რადგან ღვედი ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებებისგან 60%-ით იცავს. 


Etaloni.ge დამატებითი დეტალებისთვის  ფონდი „პარტნიორობა საგზაო მოძრაობისთვის“ დირექტორ ირაკლი მერებაშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ისეთ გამონაკლისს უშვებს, რაც მის აღსრულებას ართულებს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ღვედის გამოყენება სავალდებულო ავტომობილის უკანა სავარძელზეც გახდეს:

„საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ 3 წლამდე ბავშვის ავტომობილით მგზავრობისას ის სპეციალურ სავარძელში უნდა იყოს მოთავსებული, თუმცა დაშვებულია გამონაკლისი - 16 წლიდან ზემოთ პირს თუ ეს ბავშვი ჰყავს კალთაში, ამ შემთხვევაში სავარძელი სავალდებულო აღარ არის. ეს კი საქართველოს კანონმდებლობის ხარვეზია, რომელიც სხვა არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება. ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანაში უკანა სავარძელში მყოფი ადამიანებისთვის ღვედი სავალდებულო ისედაც არ არის, შესაბამისად, შეჯახებისას როგორც მოზარდია დაუცველი, ასევე - მის კალთაში მყოფი ბავშვიც. ამიტომ, ჩვენ პარლამენტთან ვმუშაობთ რომ ეს ხარვეზი დაიხვეწოს.

ევროპული სტანდარტებით 12 წლამდე ბავშვისთვის სპეციალური სავარძელი აუცილებელია. ამიტომ გვხვდება 4 კატეგორიის სავარძელი - 1 წლამდე, 3 წლამდე, 6 წლამდე და 12 წლამდე. ასევე, 6-დან 12 წლამდე ასამაღლებელი ბალიშები, ე.წ. „ბუსტერები“, მოზარდს ღვედის ყელზე მოჭერისგან იცავს. თუმცა საქართველოში უკანა სავარძელზე ღვედიც კი არ არის სავალდებულო. 

კანონის აღსრულება რამდენად მიმდინარეობს, რთული სათქმელია, გამომდინარე იქიდან, რომ როცა მშობელს ბავშვი კალთაში ჰყავს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 16 წლიდან ზემოთ პირს უფლება აქვს ასეც გადაიყვანოს ბავშვი ავტომობილით და შესაბამისად, ვეღარ აჯარიმებენ. ასევე, კანონის აღსრულებას ართულებს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით ავტომობილის მხოლოდ წინა მინების დაბურვაა აკრძალული, აქედან გამომდინარე, უკანა დაბურული მინების ფონზე რთულია კონტროლი, თუ რამდენად  უსაფრთხოდ არის ბავშვი ავტომობილში მოთავსებული". 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება