TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

7 პროდუქტი, რომელიც მოსწავლის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს
04-09-2018
-
+


სწავლის დაწყებასთან ერთად ბავშვების დატვირთვა გაიზრდება - სკოლა, საშინაო დავალებები, კლასგარეშე სამუშაოები, წრეები თუ რეპეტიტორები. 

მოსწავლე იღლება როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, გადატვირთვის შედეგად კი ნერვული სისტემა ზარალდება.

სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაციონში ჩავრთოთ პროდუქტები, რომლებიც სისხლში ინსულინისა და გლუკოზის დონეს დაასტაბილურებენ. რაც ჯანმრთელი ნერვული სისტემის და  ტვინის კარგი მუშაობის საფუძველია. გარდა ამისა, ამ პროდუქტების უმეტესობა ოჯახის ბიუჯეტს არ დააზარალებს, სარგებელი კი შეუფასებელი იქნება.


ზეთი და სელის თესლი. ბავშვმა უკეთ რომ აითვისოს, სელის თესლი ყავის საფქვავში ან ბლენდერში დაანაწევრეთ და იოგურტს ან ხაჭოს მოაყარეთ. შესაძლებელია სელის ფაფის ან კისელის მოხარშვა, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის ძალიან სასარგებლოა. ზეთით კი სალათი შეკაზმეთ. 

სელი ადამინის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ომეგა 3-ს შეიცავს, რომელიც ნერვულ სისტემას აძლიერებს.


კვერცხის გული. ადამიანის ტვინი ძირითადად ცხიმებისგან შედგება, კვერცხის გული კი შეიცავს არა მხოლოს ბევრ სასარგებლ ნოვთიერებას ისეთს, როგორიც, В ჯგუფის ვიტამინები, ლეციტინი და სხვა, არამედ მარტივად ასათვისებელ ცხიმებს.

ამასთან, გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, კვერცხის მოხმარება სისხლში ქოლესტერინის დონეს არ ზრდის, თუ მას ბევრ ცხიმში არ ვწვავთ. კვერცხმა რომ ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს იგი არ უნდა გადახარშოთ. უკეთესია თუ გული რბილი დარჩება. სალმონელათი დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად კი უბრალოდ, უმი კვერცხი სოდით გარეცხეთ.

თხილეული. თხილეული და თესლეული ტვინისთვის სასარგებლოა, მაგრამ ამ კუთხით ბერძნული კაკალი ლიდერობს. თხილი შეგვიძლია ბავშვს სკოლაში წასახემსებლად გავატანოთ, დღიური რეკომენდირებული დოზა 40 გრამია. 

იმისთვის რომ თხილეული ორგანიზმმა უკეთ აითვისოს, აუცილებელია ისინი ერთი-ორი საათი ცივ ადღებულ წყალში ჩაალბოთ. ყველაზე უსაფრთხო თხილეულია - ნუში და ნიგოზი. მიწის თხილი კი თხილიც კი არაა. იგი პარკოსანთა ოჯახს მიეკუთვნება და ძალიან ალერგენურია, ამიტომ მისი ბავშვისთვის მიცემა არ ღირს.


გოგრა ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროს წარმოადგენს. მისგან ბევრი კერძი კეთდება და სასარგებლოა არა მხოლოდ გოგრის რბილობი არამედ მისი კურკებიც. ის მდიდარია თუთიით, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინისთვის და ასევე ბუნებრივ იმუნომოდულატორს წარმოადგენს.

პარკოსნები. არსებობს მოსაზრდება, რომ პარკოსნებს ორგანიზმი ძნელად ითვისებს და ამიტომ ბავშვთა კვებისთვის არ გამოდგება. პარკოსნები ძალიან მდიდარია ცილით, ხოლო ძნელად შეითვისება, მხოლოდ მაშინ როცა არასწორადაა მომზადებული. პარკოსნები მომზადებამდე აუცილებლად ჩაალბეთ წყალში და ნელ ცეცხლზე დიდხანს ხარშეთ.

ამასთან პარკოსნები სასარგებლო თვისებებს გაყინვის შემდეგაც არ კარგავენ. მაგალითად, შესაძლებელია მწვანე ბარდა გავყინოთ, შემდეგ გავალღვოთ და სალათებს დავუმატოთ. აღსანიშნავია, რომ მწვანე ბარდა ბევრ ფოსფორს შეიცავს, რომელიც ენერგიის წყაროა, ძვლის ქსოვილის ფორმირებაში მონაწილეობს და აუცილებელია გულის მუშაობისთვის.


თევზი. თევზის ცხიმიანი სახეობები დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს, რაც ტვინის მუშაობისთვის ძალიან სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ ომეგა 3 სხვადასხვაგვარია, ამიტომ სელის მოხმარება თევზზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.


ადაპტოგენები არის პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემას აძლიერებს. მათ მიეკუთვნება ქაცვი, ლიმონურა, ვარდისფერი როდიოლა, ჟენშენის ფესვები. ისინი უსაფრთხო ენერგეტიკები არიან და განსხვავებით, ვთქვათ, ყავისგან, მავნე ზემოქმედება არ აქვთ და მიჩვევას არ იწვევენ. მათი გამოყენება შესაძლებელია ჩაისა და სხვა სასმელებში დამატებით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება