სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

რა კრიტერიუმებით ირჩევენ კერძო სკოლები პედაგოგებს
17-08-2018
-
+


კერძო სკოლები უსაფრთხოების მაღალ დონესთან, სწავლების განსხვავებულ მეთოდთან, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა დადებით ფაქტორებთან ასოცირდება. ამჯერად Etaloni.ge დაინტერესდა, რის მიხედვით არჩევენ ამ დაწესებულებების დირექტორები მასწავლებლებს. 

კერძო სკოლა „ანაბასისის“ დირექტორი ქეთევან ედიბერიძე (ზესტაფონი):
„მასწავლებელი, რომელიც ჩვენს სკოლაში მუშაობას დაიწყებს მაღალკვალიფიციური კადრი უნდა იყოს, მოტივირებული და შესაბამისად, მოსწავლეებთან მუშაობის საკუთარი ხედვა უნდა ჰქონდეს, რაც შეუწყობს ხელს მოსწავლის მოტივაციის გაზრდასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ხედვებს თუ გვთავაზობს, ან პროექტების გაკეთების გამოცდილებაც თუ აქვს, რა თქმა უნდა, უკეთესია. მასწავლებელი პროფესიულ ეთიკას რომ უნდა აკმაყოფილებდეს და ამასთან დაკავშირებით მითითება არ სჭირდებოდეს, ამაზე არც ვისაუბრებ. მუშაობის გამოცდილება მთავარია, სკოლის სპეციფიკას უნდა იცნობდეს და თავისი საქმე უყვარდეს. იმ საგანში, რომელსაც ასწავლის, გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს.“ 

კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი  ნაზი ნადირაძე (თბილისი): „პედაგოგებს კონკურსის მიხედვით ვარჩევთ, რომელსაც სპეციალური კომისია ატარებს. ამ დროს ყურადღება ექცევა სხვადასხვა დოკუმენტს, რასაც მასწავლებელი წარმოადგენს-კონკურსებში მონაწილეობას, პედაგოგიური წინსვლისთვის ჩატარებულ ყველა აქტივობას, რაც პროფესიული ზრდის კუთხით გამოიყენა.  ასევე, გვაქვს სპეციალური ტესტები, რომელსაც გასაუბრების დროს ვაწვდით აპლიკანტს და მან პასუხები უნდა გასცეს ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებზე, იცნობს თუ არა მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტს, ეთიკის კოდექსს, ბულინგის პრევენციის შესახებ თუ აქვს ინფორმაცია და ა.შ. ამაზე ცალკე ფისქოლოგთა მიერ შემუშავებული კითხვარი გვაქვს.“ 

კერძო სკოლა „ლამპარი-დავით მენაფირის სკოლა“, დირექტორი თეიმურაზ მენაფირე (რუსთავი): „რა თქმა უნდა, როგორც ხელმძღვანელი, ყოველთვის მეტ უპირატესობას ვანიჭებ მას, ვისაც საზღვარგარეთ აქვს განათლება მიღებული. ასევე, აუცილებელია  პედაგოგს სერთიფიცირება და გამოცდილება ჰქონდეს. განსაკუთრებით, მიხარია, როცა ახალი თაობა მოდის და სურვილი აქვს მასწავლებლობა დაიწყოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალ თაობას დავეხმაროთ და მეტი გამოცდილება მივცეთ. ამისთვის, სტუდენტებს სტაჟირების საშუალებას ვაძლევთ-ისინი გაკვეთილებს ესწრებიან, თავადაც ატარებენ და ა.შ.“

კერძო სკოლა „პროგრესი“, დირექტორი ნინო ჩხიკვიშვილი (ქუთაისი): „კვალიფიკაციას უმთავრესი ყურადღება ექცევა. პედაგოგები შემდეგ საცდელ გაკვეთილებს ატარებენ; სიტუაციურ მაგალითებზე ვსაუბრობთ, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლობა იწყება. პირველი წელი, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს  პედაგოგი, ყურადღება ექცევა ადაპტირებას - რამდენად შეძლებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს რამდენად იყენებს, რამდენად ინოვატორია, როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან არამხოლოდ სკოლაში, არამედ მის გარეთაც. სერთიფიცირებას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა უმნიშვნელოვანესია მასწავლებელი პროგრესული იყოს.“ 

კერძო სკოლა „მერმისი“, დირექტორი  ლალი ვაშაკიძე (თბილისი): „მასწავლებელმა ჩვენს სკოლაში მუშაობა რომ დაიწყოს, სერთიფიცირებული უნდა იყოს. თუმცა ბევრი სერთიფიცირებული, სერთიფიკატიანი და ტიტულიანი მასწავლებელი გამიშვია, რადგან პედაგოგი აუცილებლად ხელოვანი და ფსიქოლოგი უნდა იყოს, აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი პროფესია. აქედან გამომდინარე, მას ბავშვიც უყვარს. მახსენდება შემთხვევა, როცა მასწავლებელი გასაუბრებიდან გავაბრუნე, რადგან მარტივ კითხვას - მოეყოლა მისთვის ყველაზე საუკეთესო გაკვეთილის შესახებ, სტანდარტულად და კლიშეებით უპასუხა. მასწავლებელი აუცილებლად ინოვატორი უნდა იყოს.“ 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება