TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორი მამები იყვნენ ქართველი მეფეები
30-07-2018
-
+


იყო მამა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მამებსა და შვილებს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ განსხვავებული ფასეულობები ყველაზე მეტად სწორედ სამეფო კარზე იჩენდა თავს. Etaloni.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ისტორიკოს ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა, რომელმაც რამდენიმე ქართველი მეფის შესახებ გვიამბო: 

„აქტიური პოლიტიკური ცხოვრების თანამონაწილე მეფეები, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის იმდენ დროს ვერ პოულობდნენ. შესაბამისად, მეფეების შვილებიც მშობლებისგან ოდნავ მოწყვეტით იზრდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, დღეს რა წარმოდგენაც გვაქვს მამა-შვილობაზე, ასეთი ინტენსივობით შუა საუკუნეებში მეფეებისა და უფლისწულების ურთიერთობა არ ხერხდებოდა. მეფე შეიძლება სხვადასხვა რეგიონში ყოფილიყო ან უფლისწული მძევლად აეყვანა სხვა ქვეყანას და შვილი ამიტომ წლების განმავლობაში ვერ ენახა. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. სამწუხარო ფაქტებიც ახსოვს ისტორიას, რა დროსაც მამა-შვილური სიყვარული გამქრალია. თუმცა გვაქვს მაგალითები, როდესაც მეფეს თავისი შვილები გულმხურვალედ უყვარს და ამას გამოხატავს კიდეც,“ - განგვიმარტა ჯაბა სამუშიამ.

ბუნებრივია, შეუძლებელია ყველას შესახებ ვისუბროთ, ამიტომ ისტორიკოსთან ერთად რამდენიმე მეფეზე შევჩერდით:

დავით აღმაშენებელი - ძალიან საინტერესო ფაქტია დავითისა და მისი შვილების ურთიერთობა. მას ჰქონდა იდეალური დამოკიდებულება თავის უფროს ვაჟ დემეტრესთან, რომელსაც სამეფო ტახტისთვის ამზადებდა და ყველანაირ პირობას უქმნიდა, რომ საქართველოს მომავალში ღირსეულ მონარქად მოვლინებოდა. ამისთვის დავითმა შვილი შირვანში სალაშქროდაც გააგზავნა, რათა აღნიშნული უკეთესად შეესწავლა. საერთოდ, აღმაშენებელი ძალიან კარგი მამა ჩანს. გვაქვს სიგელი, რომელსაც მეცნიერების ნაწილი ყალბს უწოდებს, თუმცა ბოლომდე არ არის დადასტურებული, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებულია. ამ სიგელში დავით აღმაშენებლი დემეტრეს, უფროს შვილს მოუწოდებს, რომ მოუფრთხილდეს თავის ნახევარ დებს (დავითის შვილებს მეორე ცოლისგან) და იქვე წერს, რომ თუ ღირსი იქნება უმცროსი ვაჟი ცვატა (ვახტანგი), სამეფო ტახტზე დემეტრეს შემდეგ დასვითო. ეს საინტერესო პასაჟია იმიტომ, რომ ამით აღმაშენებელი შვილების სიყვარულის გამო ფაქტობრივად სახელმწიფოს წყობას ცვლიდა, რადგან მეფის კურთხევა აბსოლუტურად სხვა წესით ხდებოდა. 

დავით ულუ - დავით ულუს უფროსი ვაჟი გარკვეული პერიოდი ავადმყოფობდა. მეფე ამას ძალიან განიცდიდა და დახმარებას ხატებს შესთხოვდა. ერთხლაც მეფე ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მისი შვილი სწორედ ამ დროს გარდაიცვალა. სამეფო კარიდან არავის არ ეყო გამბედაობა, რომ მაცნე გაეგზავნათ ამ ამბის შესატყობინებლად. როცა დავით ულუ დაბრუნდა და ეს ამბავი გაიგო, მემატიანეს უწერია, რომ ის მკვდარივით დაეცა და რამდენიმე დღე გათიშული იყო. ამით მისი დიდი სიყვარული საკუთარი შვილისადმი ნათლად ჩანს. 

თამარ მეფე - თამარი ლაშა-გიორგისა და რუსუდანის დედა გახლდათ და ის ლაშა-გიორგის მცირე ასაკიდან მეფედ ზრდიდა. თამარი გაწონასწორებული დედა გახლდათ, რომელიც არ ივიწყდება, რომ საქართველოს მომავალ მეფეს ზრდიდა. რაც შეეხება რუსუდანს, მას როგორც მომავალ დედოფალს, ისე ზრდიდნენ. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში ცოტა გათამამებულები აღმოჩნდნენ როგორც ლაშა-გიორგი, ასევე რუსუდანი, რამაც შემდგომ ქვეყნის პოლიტიკურ ფონზეც იქონია გავლენა. თუმცა აღსანიშნავია, რომ როცა ლაშა-გიორგი გამეფდა, მის სახელს მთაში განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ.

დემეტრე მეფე - დემეტრესა და მის ვაჟს, დავით V-ს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. შვილმა მამა ტახტიდან ჩამოაგდო და ბერად აღკვეცა, რის შემდეგაც დავითი 6 თვეში გარდაიცვალა. მემატიანე აღნიშნავს, რომ დემეტრეს განსაკუთრებით უყვარდა მეორე შვილი, გიორგი, თამარ მეფის მამა. დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, დემეტრეს კურთხევით ტახტი გიორგი მესამემ დაიკავა.

გიორგი II, დავით აღმაშენებლის მამა - საინტერესოა, რომ ისტორიკოსი დავითის მამას აკრიტიკებს, მაშინ როცა, როგორც წესი მემატიანეები გარკვეულ კონიუნქტურას იცავენ მეფის აღწერისას. თუმცა წყაროში შეინიშნება, რომ გიორგი II სამეფო კარზე დიდი პოპულარობით არ სარგებლოდა. თუმცა თავად დავით აღმაშენებლი ჩანს, რომ მამას დიდ პატივს სცემდა და მის მიმართ დაპირისპირება არ ჰქონია. ამავდროულად, ისტორიკოსები საუბრობენ, რომ დავითის აღზრდაზე გავლენა გიორგი ჭყონდიდელმა იქონია, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ მცირე ასაკით იყო აღმაშენებელზე უფროსი. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება