სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

მასწავლებელი, რომელიც „ხევის მომავალს“ თაოსნობს - ნაზი ჩოფიკაშვილი 10 საუკეთესო პედაგოგს შორისაა
26-07-2018
-
+


რუსთავში გაზრდილი მოხევე გოგონა 90-იანების არეულ დროში მარტო მყოფი ბებიისა და პაპის მოსანახულებლად ჩავიდა ყაზბეგში და წლები შემორჩა.

პროფესიით ფიზიკოსს ახლადგახსნილ წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლობა შესთავაზეს და დღემდე ამ გიმნაზიაში ასწავლის. 

ნაზი ჩოფიკაშვილი 21 წლიანი პედაგოგობის შემდეგ, დღეს უკვე „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეა“ ნომინირებული და განვლილ წლებს Etaloni.ge - სთან ერთად იხსენებს:

- აღზრდაში მთავარია, ბავშვმა ინდივიდუალიზმი არ დაკარგოს და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურს მიაღწიოს. მრავალწლიანი მუშაობით მოვახერხე, რომ ახალგაზრდებს საკუთარი თავი ეპოვნათ და საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილი დაემკვიდრებინათ.

ამასთან, იცით, ჩვენს დროში როგორია ზუსტი მეცნიერებების მიმართ ინტერესი. გიმნაზიაში კი ამ საგნების მუდმივი პოლულარიზებით შევძელით, რომ ჩვენი მოსწავლეები ფიზიკასა და მათემატიკას ეროვნულ გამოცდებზე აქტიურად და წარმატებით აბარებენ...

რა განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებთ სწავლებაში?

- ზუსტი მეცნიერებები თითქოს ნოვაციებისა და შემოქმედებითობის საშუალებას არ გიტოვებს მასწავლებელს, მაგრამ ჩვენ მათემატიკური სპექტაკლების კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, „სივრცული ფიგურების გასამართლება“ და „ნულის თავგადასავალი“ დავდგით. ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში, ამასთან, ჩემი დაკვირვებით, თამაშ-თამაშით ისეთი საკითხები შეიმეცნეს, რისი გაგებაც გაკვეთილზე უჭირდათ.

ნაზი მასწავლებლის აზრით, პედაგოგის უპირველესი დანიშნულება მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო იდეების განვითარება, სოციალური და მორალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაა.

- სკოლის მიღმა ბავშვებთან ურთიერთობისა და მათთან მრავალი არასაგნობრივი საკითხის განხილვის სურვილი ყოველთვის მქონდა. მინდოდა, ახალგაზრდებისთვის ერთიანობისა და საკუთარი ხევის, ქვეყნის სიყვარული ჩამენარგა. 4 წელია, ათამდე მასწავლებელმა სასწავლო-ინტელექტუალური ცენტრი „ხევის მომავალი“ დავაარსეთ, სადაც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების საშუალება ეძლევათ. ასევე გვაქვს „ნორჩ ინოვატორთა“ და „მკითხველთა“ კლუბები.

თავად თქვენთვის როგორია მასწავლებელი, რომელმაც განსაკუთრებით დაგამახსოვრათ თავი...

- ხშირად მსმენია ჩემი თაობის ადამიანებისგან საყვედური ჩვენი დროის მასწავლებლებზე. არადა, ჩემი პიროვნებისა და მოქალაქედ ჩამოყალიბებაში მათ მიუძღვით დიდი წვლილი. განსაკუთრებულად მახსენდება კლასის დამრიგებელი, ქართულისა და ისტორიის პედაგოგი თალიკო კობახიძე, პროფესიის არჩევაში კი მათემატიკა-ფიზიკის მასწავლებლის თავდაუზოგავმა მუშაობამ იქონია გადამწყვეტი როლი. 

- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვება?

- ვფიქრობ, ბევრი რამ შეცვალა უკვე. იმ პროექტების განსახორციელებლად, რასაც სკოლის მიღმა ვგეგმავ, ასევე ცნობადობისა და ნდობის მხრივ უფრო შემიწყო ხელი. ჯილდოს მოპოვება კი უფრო მეტ შესაძლებლობას მომცემს ამ მხრივ. ეს იყო კონკურსში მონაწილეობის მიზანიც.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები...

მიუხედავად იმისა რომ, ხევი ეკონომიკური კუთხით განვითარდა, ახალგაზრდების მიგრაცია მაინც დიდია. არადა, ყაზბეგი სტრატეგიული მნიშვნელობის სასაზღვრო ობიექტია და მას განათლებული და ძლიერი ახალგაზრდობა სჭირდება.

უახლოეს მომავალში საჭადრაკო კლუბის შექმნასა და წიგნების ფესტივალის მოწყობას ვგეგმავთ.

ხევში სულ 7 სკოლა და 480 მოსწავლეა. მინდა თითოეული მათგანი ჩავრთო პროექტებში, რათა ახალგაზრდობა მიხვდეს, რომ ყაზბეგიდან გაუსვლელადაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება