სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ავალდებულებს სკოლებს ახალი საათობრივი ბადე
10-08-2026
-
+


ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე ცნობილია - ცნობილია ისიც, რომ ინგლისური ენის სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება, ქიმიას კი მოსწავლეები მე-7 კლასიდან ისწავლიან. გარდა ამისა, ახალი დოკუმენტი სკოლებს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიმე საგანი განსხვავებული საათობრივი დატვირთვით ან სქემით ასწავლოს, თუმცა ამისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ.

2026-2027 სასწავლო წლის შეცვლილი საათობრივი ბადე - რომელ საგნებს მოაკლდა ან დაემატა საათები

თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ რომელიმე საგანი ისწავლებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულისგან განსხვავებული საათობრივი დატვირთვით ან სქემით, იგი ვალდებულია:

1. მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესებისა და სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით შეიმუშაოს საათობრივი ბადის პროექტი;

2. პროექტი მოამზადოს სასწავლო პროცესის მართვის შუალედური რგოლის (მაგალითად, კათედრების) მონაწილეობით;

3. პროექტი შეათანხმოს სამეურვეო საბჭოსთან;

4. პროექტი დაამტკიცოს პედაგოგიურმა საბჭომ;

5. დამტკიცებული პროექტი, რომელსაც ახლავს შესაბამისი დასაბუთება, წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, პროექტი იმავე პროცედურების დაცვით წარედგინება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო, განიხილავს წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს და იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული ცვლილება გამომდინარეობს მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან და უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, რესურსცენტრის პოზიციას და დადებით დასკვნას შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტრო, დაადგენს, რომ შეთავაზებული ცვლილება არ შეესაბამება დაინტერესებული საჯარო სკოლის მოსწავლეთა საჭიროებებს, ინტერესებს, სკოლის ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს ან წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, იგი უარყოფით დასკვნას შემდგომი რეაგირებისთვის აცნობებს შესაბამის საჯარო სკოლას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება