| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაფხული ბავშვებისთვის უსასრულო თავისუფლებასთან ასოცირდება, მშობლებისთვის კი - ხშირად კითხვასთან: როგორ შევუნარჩუნოთ შვილს შემეცნების ინტერესი ისე, რომ თან დაისვენოს და თან სწავლის ხალისი არ დავუკარგოთ? სწორედ ამ დილემის გადასაჭრელად არსებობს Izrune.ge.
განათლების პირადი მენეჯერი - ელენე ზარიძე, რომელიც ასობით მოსწავლისა და მშობლის მრჩეველი გახლავთ და ზუსტად იცის, რა სჭირდება თანამედროვე ბავშვს განვითარებისთვის, გვიზიარებს რჩევებს, როგორ შეიძლება ზაფხულის არდადეგები იქცეს არა მხოლოდ განტვირთვის, არამედ დიდი აღმოჩენების პერიოდად და განმარტავს, რატომაა სასურველი ყველაზე მზრუნველი პროექტის საზაფხული ტესტების გავლა.
- ელენე, როდესაც საზაფხულო ტესტებზე ვსაუბრობთ, ბავშვებს ხშირად „მეცადინეობის“ შიში უჩნდებათ. რას სთავაზობს მათ სინამდვილეში Izrune.ge?
- „მეცადინეობის შიშს“ უფრო სიზარმაცეს ვუწოდებდი, თუმცა სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პროექტის მეგობარ მოსწავლეებს ეს თვისება ნამდვილად არ გააჩნიათ... izrune.ge დღითიდღე იკრებს თანამოაზრეებს და მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო - ჩვენი საზაფხულო ტესტები უფრო შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს, ვიდრე სტანდარტულ სასკოლო დავალებას; აქედან გამომდინარე, მუდმივი საკამათო თემა - უნდა იმეცადინოს თუ არა ბავშვმა არდადეგების პერიოდში - ჩვენს პროექტს ნამდვილად არ ეხება.
- როგორ ტესტებს სთავაზობს izrune.ge ბავშვებს?
- ჩვენი მიზანია, ზაფხული ბავშვებმა ახალი ინტერესების აღმოჩენისთვის გამოიყენონ - ტესტები საოცრად მრავალფეროვანია: ქართული კულტურა, კოსმოსის საიდუმლოებები, მსოფლიო ლიტერატურა, გეოგრაფია... განსაკუთრებული ბლოკი გვაქვს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზეც, სადაც ბავშვები ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ქართველებს გაეცნობიან. ეს არის გზა, ბავშვმა იპოვოს ის, რაც მართლა აინტერესებს.
- ანუ, ეს მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის?
- რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვმუშაობთ უნარებზე - ტესტების გავლისას ვითარდება ლოგიკა, კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის დამუშავების ხელოვნება... ეს ყველაფერი მათ თავდაჯერებულობას ჰმატებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იზრუნელები სექტემბერში სასკოლო ცხოვრებას ნაკლები სტრესით, მეტი ცოდნითა და ყველა საჭირო უნარით შეხვდებიან - izrune.ge-ს მხარდაჭერით მათთვის სწავლა-სწავლების პროცესი სახალისო ფორმას იძენს და ეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.
- ყველაზე სასიამოვნო ნაწილზე გადავიდეთ - ჯილდოებზე... ვიცით, რომ წარმატებულ მოსწავლეებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით...
- „იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია! რეიტინგის ლიდერები ჯილდოვდებიან „ავერსის“ სასაჩუქრე ვაუჩერებით. მოსწავლე, რომელიც ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის ყველა ტესტს შეასრულებს, ოქტომბრის დასაწყისში თანატოლებთან ერთად ნამდვილ გამარჯვებას იზეიმებს: გადაეცემა მედალი, საჩუქარი, მიენიჭება სპეციალური საპატიო ტიტული და, რა თქმა უნდა, წარმატების დამადასტურებელი ონლაინ დიპლომი.
- ამ აღიარების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოჯახს აქვს?
- სწორედ აქაა მთავარი სიურპრიზი! ჩვენ გვინდა, ბავშვის წარმატება ყველამ დაინახოს. ოქტომბრის დასაწყისში სკოლას ელექტრონულად ეგზავნება ოფიციალური მადლობის წერილი, სადაც მოსწავლის მიღწევებია აღწერილი; მეტიც, წერილი ეგზავნება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც... ეს საჯარო დაფასება კი ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის უდიდესი სტიმულია.
- თქვენ, როგორც განათლების მენეჯერი, ბავშვებს წარმატების პრაქტიკულ „ფორმულას“ თუ გაუმხელთ?
- მთავარია ორი რამ: ყურადღება და სისტემატურობა. ჩვენო ბავშვებო, კითხვები გულდასმით წაიკითხეთ და გახსოვდეთ, რომ ხშირად შეცდომა არა უცოდინრობის, არამედ დაუფიქრებლობის ბრალია. შეასრულეთ ტესტები უწყვეტად და რაც მთავარია, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. თითოეული შეცდომა ცოდნისკენ გადადგმული ნაბიჯია. და კიდევ ერთი - აუცილებლად ჩართეთ მშობლებიც! გვერწმუნეთ - ერთად მსჯელობით სწავლა გაცილებით საინტერესო ხდება.
- ტექნიკურ მხარეზეც რომ გვითხრათ: როდის და როგორ უნდა შემოგიერთდნენ იზრუნელები?
- izrune.ge-ს შემეცნებითი თავგადასავალი დაიწყო. ტესტის გავლა შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს და ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს. რეგისტრაციის გავლა მარტივია ჩვენს პორტალზე izrune.ge, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 0322 110 122, მოგვწეროთ ფეისბუქ-გვერდზე www.facebook.com/izrune.ge, ან დამიკავშირდნენ პირადად მე: 577 18-05-70
- და ბოლოს, რას ეტყოდით თქვენს „იზრუნელებს“?
- ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა. იყავით ცნობისმოყვარეები, იკითხეთ ბევრი და იფიქრეთ განვითარებაზე. გახსოვდეთ - izrune.ge ყოველთვის თქვენს გვერდითაა, რათა დაგეხმაროთ, იყოთ წარმატებულები არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაშიც. ჩვენ ერთად ვზრუნავთ თქვენს დიდ მომავალზე!
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“
„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა
პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში